კარნავალზე მომხდარ აფეთქებას 21 ადამიანი ემსხვერპლა

2018.02.12 11:32:07
კარნავალზე მომხდარ აფეთქებას 21 ადამიანი ემსხვერპლა

ბოლივიის ქალაქ ორუროში ფოლკლორის კარნავალზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 21-მდე გაიზარდა, 70-ზე მეტი ადამიანი დაშავებულია.

 

ამის შესახებ მედიას ქვეყნის ეროვნული პოლიციის უფროსმა ფაუსტინო მენდოსამ განუცხადა.

როგორც ცნობილია, გუშინ, კარნავალზე კვების კარავში გაზის ბალონი აფეთქდა.

ქვეყნის პრეზიდენტმა ევო მორალესმა დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახებს სოციალური ქსელის მეშვეობით მიუსამძიმრა.