ექთანმა სამშობიაროდან ახალშობილი მოიპარა

2018.02.12 10:59:16
ექთანმა სამშობიაროდან ახალშობილი მოიპარა

ექთანმა სამშობიაროდან ახალშობილი მოიპარა!

 

52 წლის გლორია უილიამსმა აშშ-ის კაროლინის შტატში ახალშობილი კამია მობლი იმ სამშობიარო სახლიდან გაიტაცა, სადაც თვითონ ექთნად მუშაობდა და 19 წლის განმავლობაში საკუთარი შვილივით ზრდიდა.

 

პოლიცია მის კვალზე დიდი დაგვიანებით გავიდა. სწორედ ამ დროს გაიგო გოგომ სიმართლე, მაგრამ საშინელი სიცრუის მიუხედავად, მან “დედას“ აპატია.

 

 

გლორია უილიამსმა ბავშვი პირველივე დანახვისთანავე შეიყვარა. მან კამიას დედას უთხრა, რომ ბავშვი პროცედურებზე უნდა გაეყვანა და მას შემდეგ კლინიკაში აღარ დაბრუნებულა.

 

 

მან ბავშვს ახალი სახელი მისცა - ალექსის მანიგო. წლების განმავლობაში გოგოს არაფერზე უეჭვია. უილიამსი “შვილს“ სიყვარულით ზრდიდა. ამავდროულად, სხვა შტატში ცხოვრობდა გოგოს ნამდვილი დედა, შანარა მობლი, რომელიც წლების განმავლობაში ცდილობდა გაეგო, რა დაემართა მის ქალიშვილს.

 

 

გამოძიება დიდხანს გაგრძელდა და თითქმის ორი ათეული წლის შემდეგ დეტექტივები ნამდვილი დამნაშავის კვალს დადგნენ. გასული წლის 10 იანვარს გლორია უილიამსის სახლში, ქალაქ უოლტერბროროში პოლიციელები შეცვივდნენ. სწორედ იმ საბედისწერო დღეს შეიტყო ალექსისმაც სიმართლე. უილიამსი დააკავეს. გოგო ნამდვილ მშობლებს შეხვდა.

 

 

მალე გლორია უილიამსს სასამართლო განაჩენს გამოუტანს. ალექსისი (კამია) ითხოვს, რომ “დედა“ ციხეში არ გაუშვან. “მან შეცდომა დაუშვა, მაგრამ მე ვუყვარდი, მან მე უკეთესი ცხოვრება მომცა. ყველაფერი მქონდა, რაც მჭირდებოდა. სიყვარული, რომელიც მან მაჩუქა, შეუფასებელია“, - აცხადებს ალექსისი.