ოლიმპიადაზე დაიმფიცირებულთა რიცხვი 140-მდე გაიზარდა

2018.02.11 13:07:30
ოლიმპიადაზე დაიმფიცირებულთა რიცხვი 140-მდე გაიზარდა

ინფორმაციას სააგენტო როიტერი ავრცელებს.

 

ადამიანების რაოდენობამ, რომლებიც პიონჩანგში ნოროვირუსით დაავადნენ, 139-ს მიაღწია. შაბათს ვირუსით დაავადების 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ჯერჯერობით, სპორტსმენებს შორის ნოროვირუსი არავის შეყრია.

 

ვირუსის გავრცელების შესახებ რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი, როცა ოლიმპიადის უსაფრთხოების სამსახურის 1200 თანამშრომელი ინფექციის წარმოშობის შემდეგ კარანტინში გადაიყვანეს. მათი ადგილი 900-მა ჯარისკაცმა დაიკავა.