რესტორანში ექვსი ადამიანი ჩაცხრილეს

2018.02.09 12:36:27
რესტორანში ექვსი ადამიანი ჩაცხრილეს

მექსიკის ხალისკოს შტატის ერთ-ერთ რესტორანში ექვსი ადამიანი ჩაცხრილეს.

 

პორტალ Excelsior-ის ინფორმაციით, ათამდე ადამინი რესტორანში შევიდა და ცეცხლი გახსნა. ადგილზე ხუთი ადამიანი მოკლეს, კიდევ ერთი საავადმყოფომდე მიყვანამდე გარდაიცვალა.

ადგილზე მისულმა პოლიციამ აღმოაჩინა, რომ მოკლულებიც შეიარაღებულები იყვნენ, თუმცა წინააღმდეგობის გაწევა ვერ მოასწრეს.

სამართალდამცველების ვარაუდით, სროლა ორ დანაშაულებრივ ჯგუფს შორის გარჩევას უკავშირდება.