უიშვიათესი ინციდენტი- თვითმფრინავი აფრენის შემდეგ უკან დაბრუნდა

2018.02.08 15:10:31
უიშვიათესი ინციდენტი- თვითმფრინავი აფრენის შემდეგ უკან დაბრუნდა

უიშვიათესი ინციდენტი- თვითმფრინავი აფრენის შემდეგ უკან დაბრუნდა.

 

ავიაკომპანია Alaska Airlines-ის თვითმფრინავი ქალაქ ანკორიჯში აფრენის შემდეგ აეროპორტში დაბრუნდა შიშველი მგზავრის გამო, რომელიც საპირფარეშოში ჩაიკეტა.

 

ინციდენტი Boeing 737-ის ბორტზე მოხდა, რომელიც ანკორიჯიდან სიეტლში მიფრინავდა. ავიაკომპანიის წარმომადგენლის ტიმ ტომპსონის განცხადებით, ბორტზე 178 მგზავრი იმყოფებოდა.

აეროპორტის წარმომადგენელთა თქმით, შიშველი მგზავრი საპირფარეშოში ჩაიკეტა და ბორტგამცილებლების ინსტრუქციას არ ემორჩილებოდა.

ილოტებს საგანგებო ვითარება არ გამოუცხადებიათ და ანკორიჯში დაბრუნება გადაწყვიტეს.

დაშვების შემდეგ თვითმფრინავის ბორტზე სამართალდამცველები ავიდნენ და მგზავრი გამოიყვანეს. ხელისუფლებას მისთვის არანაირი ბრალდება არ წაუყენებია.