ექიმს სასჯელი 125 წლამდე გაუზარდეს

2018.02.06 10:00:57
ექიმს სასჯელი 125 წლამდე გაუზარდეს

ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

 

აშშ-ის ტანმოვარჯიშეთა ნაკრების ყოფილმა ექიმმა ლარი ნასარიმ სექსუალური ძალადობის გამო დამატებით თავისუფლების აღკვეთის სასჯელი მიიღო - 40 წლიდან 125-წლამდე. 

ნასარი სექსუალური ძალადობის სამ ეპიზოდში სცნეს დამნაშავედ. გარდა ამისა, გასული წლის დეკემბერში მის კომპიუტერში აღმოჩენილი პორნორაფიული ფოტოების გამო, 60 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. კადრებზე არასრულწლოვანი ტანმოვარჯიშეები იყვნენ გამოსახულნი. 54 წლის ყოფილმა ექიმმა დანაშაული აღიარა.

 

 

ლარი ნასარი სექსუალური შევიწროებისა და გაუპატიურების ბრალდებებით გაასამართლეს. შევიწროების მსხვერპლი დაახლოებით 130 ქალი და გოგო იყვნენ, მათ შორის ოლიმპიური ჩემპიონები გაბრიელ დუგლასი, ელი რაისმანი და მაკაილა მარონი.