მეწყერის ჩამოწოლის შედეგად დაკარგულ 48 ადამიანს ეძებენ!

2018.01.11 23:36:56
მეწყერის ჩამოწოლის შედეგად დაკარგულ 48 ადამიანს ეძებენ!

ძებნაში საგანგებო სიტუაციების ასობით თანამშრომელი მონაწილეობს. ბოლო მონაცემებით, სტიქიამ 17 ადამიანი იმსხვერპლა.

 

კალიფორნიის სამხეთ ნაწილში მეწერის ჩამოწოლის შედეგად დაკარგულ 48 ადამიანს ეძებენ. ამის შესახებ Expess-ი წერს.

 

გავრცელებული ინფორმაციით, სტიქია ძლიერმა შტორმმა და უხვმა ნალექმა გამოიწვია. წვიმამ და ტალახმა ქუჩები დატბორა. 1 თვის წინ ხანძარმა შტატში ბუნებრივი დამცავი ტყე გაანადგურა, რამაც ტერიტორიაზე მეწყერების ჩამოწოლის შესაძლებლობა გაზარდა.