BBC-მ საქართველოს შესახებ გადაცემა მოამზადა

2017.09.14 12:15:49
BBC-მ საქართველოს შესახებ გადაცემა მოამზადა

BBC RADIO-მ საქართველოს შესახებ გადაცემა მოამზადა.

 

BBC RADIO-მ ქართული კერძებისა და ღვინის შესახებ ორი გადაცემა მოამზადა. FOOD PROGRAMME-ის ჟურნალისტმა დენ სალდინომ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში იმოგზაურა და ადგილობრივი კერძები და ღვინო დააგემოვნა.

 

"კარლა კაპალბომ კავკასიაში იმოგზაურა, გაეცნო ქართულ სამზარეულოს. საქართველო, რომელიც დაახლოებით შოტლანდიის ზომისაა, რუსეთსა და თურქეთს შორის მდებარეობს. ეს არის უძველესი, უმდიდრესი ქვეყანა უცნობი კერძებით და ღვინის კულტურით. 1991 წელს საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა. რთული წარსულისა და კონფლიქტების მიუხედავად ქართული სუფრის კულტურამ თავის დამკვიდრება შეძლო. საქართველო მევანახეობის სამშობლოდ არის მიჩნეული, ქართული ღვინო გამორჩეული და მრავალფეროვანია, ის სუფრის განუყოფელი ნაწილია. სუფრაზე ქართული ღვინო პოლიფონიურ ჰანგებთან ასოცირდება"- თქვა ჟურნალისტმა