"უნდა გავუფრთხილდე ყოველ წამს, რაც მაქვს" ფლორიდანში მყოფი ქართველის ამაღელვებელი წერილი

2017.09.10 23:20:22
"უნდა გავუფრთხილდე ყოველ წამს, რაც მაქვს" ფლორიდანში მყოფი ქართველის ამაღელვებელი წერილი

 

კალიფორნიაში მყოფი ქართველი ამაღელვებელ პოსტს აქვეყნებს

 

დიდი, დიდი მადლობა ყველას! ამდენი ადამიანის თანაგრძნობას , გამხნევებას და სითბოს ნამდვილად არ ველოდი 😶

ღმერთმა მიცოცხლოს თქვენი თავი... ❤❤❤

ისევ მინდა პატიება გთხოვოთ, ყველას ვერ გპასუხობთ პირადში, ტელეფონის პრობლემის გამო და კიდევ, სამსახურში ვარ და სასიცოხლო მნიშვნელობისაა ახლა ჩემთვის ტელეფონი. უნდა გავუფრთხილდე ყოველ წამს, რაც მაქვს. 

ვეცდები დავწერო აქ, კედელზე რა სიახლეც იქნება... 

ამწუთას წვიმს და ქარია. მაგრამ ჯერ ადრეა ქარიშხლის მოსვლა ჩვენს ქალაქამდე. ველოდებით გამთენიისას და ძირითადად ხვალ, ორშაბათს ! 

ჩემი მეუღლე უკვე უსაფრთხო ადგილზეა. ბობო ჩემთანაა. 

მიყვარხართ!!! ❤❤❤

 

 

ქარიშხალი "ირმა" ფლორდის შტატის სამხრეთ ნაწილს დაატყდა თავს. სტიქიამ სულ მცირე 3 ადამიანი იმსხვერპლა.

ინფორმაციას ABC News-ი ავრცელებს.

აშშ-ის საგანგებო სამსახურმა "ირმას" უმაღლესი მეხუთე კატეგორია მიანიჭა, თუმცა ამ დროისთვის  მეოთხე კატეგორია აქვს მინიჭებული. ქარის სიჩქარე საათში 209 კილომეტრს აღწევს. 

როგორც ცნობილია, დროებით თავშესაფრეში 50 ათასი ადამიანი იმყოფება. მოხდა მოსახლეობის ევაკუაცია. რეგიონში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი მოქმედებს.