დამანგრეველი ქარიშხალი "ირმა" ფლორიდას უახლოვდება

2017.09.10 12:45:55
დამანგრეველი ქარიშხალი "ირმა" ფლორიდას უახლოვდება

სინოპტიკოსების ცნობით, სტიქია მეოთხე კატეგორიას მიაღწევს.

 

როგორც ცნობილია, დროებით თავშესაფრეში 50 ათასი ადამიანი იმყოფება. რეგიონში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი მოქმედებს.

 

ქარიშხალი "ირმა" პირველად კარიბის ზღვის აუზში მდებარე კუნძულებს, ასევე პუერტო რიკოს და კუბას დაატყდა თავს. დაღუპულია სულ მცირე 24 ადამიანი.