მსოფლიოს 10 ბანკი, სადაც ყველაზე მეტი ოქროა

2019.12.02 16:40:07
მსოფლიოს 10 ბანკი, სადაც ყველაზე მეტი ოქროა

2018 წელს ცენტრალური ბანკების მიერ ოქროს შესყიდვების მოცულობამ, ბოლო 50 წლის მაქსიმუმს მიაღწია. აღნიშნული ტენდენცია წელსაც გრძელდება, ბანკები ოქროს შეძენას კვლავ დიდი რაოდენობით განაგრძობენ.

წარმოგიდგენთ მსოფლიოს 10 ქვეყნის ცენტრალურ ბანკს, რომელსაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, ოქროს ყველაზე დიდი რეზერვები აქვს:

აშშ - ოქროს რეზერვი 8 133,5 ტონას შეადგენს. აღნიშნული მონაცემებით, აშშ ოქროს მოცულობით მსოფლიოში ლიდერია.

გერმანია - 3 369,7 ტონა ოქროს რეზერვის მფლობელია. 2017 წელს გერმანიამ მილიარდობით დოლარის ოქროს მარაგი დაიბრუნა, რომლის ნაწილიც საფრანგეთში და აშშ-ში იყო.

იტალია - 2 451,8 ტონა ოქრო. ქვეყანაში ოქროს მარაგი ისეთ ტემპით იზრდება, რომ ექსპრეტები შეშფოთებულებიც კი არიან.

საფრანგეთი - 2 436 ტონა. გასულ წელს საფრანგეთის ცენტრალურმა ბანკმა საკუთარი ოქროს რეზერვების ხარისხის ზრდაზე დაიწყო მუშაობა. როგორც ქვეყანაში აცხადებენ, ეს ნაბიჯი საფრანგეთის საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობების გაუმჯობესებას ემსახურება.

რუსეთი - 2150,5 ტონა. ბოლო ათწლეულების განმავლობაში ქვეყანაში ოქროს მარაგი თითქმის, ოთხჯერ გაიზარდა.

ჩინეთი - 1,874,3 ტონა. იმის გამო, რომ ქვეყნის ხელისუფლება ეკონომიკური შენელების წინააღმდეგ, წამახალისებელ პოლიტიკას ახორციელებს, ცენტრალური ბანკი მუდმივად ზრდის თავის ოქროს მარაგს.

შვეიცარია - 1,040 ტონა. იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყნის მოსახლეობა მხოლოდ 8,4 მილიონი ადამიანია, შევეიცარია არის ლიდერი ქვეყანა, ერთ სულ მოსახლეზე ოქროს ყველაზე დიდი რაოდენობით.

იაპონია - 765,2 ტონა. გასულ წელს იაპონიამ საკუთარი მარაგი ოქროს გლობალურ რეზერვში ბოლო 15 წლის მაქსიმუმამდე გაზარდა, თუმცა, მისი წილი ამ ეტაპზე მაინც მცირეა.

ნიდერლანდები - 612,5 ტონა. აღნიშულმა ქვეყანამ ბოლო რამდენიმე წელია გადაწყვიტა, რომ საკუთარი ოქრო დაიბრუნოს, რომლის ფარგლებშიც, 2014 წელს ნიდერლანდების ცენტრალურმა ბანკმა ოქროს რეზერვები ნიუ-იორკიდან მიიღო.

ინდოეთი - ოქროს მარაგი 608,7 ტონას შეადგენს. ოფიციალური მონაცემებით, ინდოეთში ოქროს მარაგი მნიშვნელოვნად გასული წლის აგვისტოდან იზრდება.