ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმეზე ორივე ბრალდებულს 15-15 წლიანი პატიმრობა შეეფარდა

2019.06.27 12:23:58
ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმეზე ორივე ბრალდებულს 15-15 წლიანი პატიმრობა შეეფარდა

უფლებადამცველ ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმეზე საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, შორენა გუცაძემ ორივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. გიორგი სოხაძესა და ავთანდილ კანდელაკიშვილს 15-15 წლიანი პატიმრობა მიესაჯათ.

მოსამართლემ ეროვნული შეუწყნარებლობის მოტივი არ გაიზიარა და უკვე მსჯავრდებულები ჯგუფურად მკვლელობაში დამნაშავედ ცნო.

„ჩართულობის და განვითარების ცენტრის“ თანამშრომელი ვიტალი საფაროვი სავარაუდოდ ქსენოფობიური სიძულვილის ნიადაგზე გასული წლის 24 სექტემბერს თბილისში მოკლეს. ის მრავალი წლის განმავლობაში აქტიურად იყო ჩართული მოზარდების ტოლერანტულ ბანაკებსა და სხვა პროექტებში, რასიზმის, ქსენოფობიისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ.