იტალიაში ქართველი მხატვრის მკვლელობაზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი

2019.01.23 21:22:31
იტალიაში ქართველი მხატვრის მკვლელობაზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი

იტალიაში საქართველოს მოქალაქე სავარაუდოდ, ჯერ აწამეს, შემდეგ კი მოკლეს. ამ ინფორმაციას ნეაპოლში მცხოვრები ქართველები ავრცელებენ. ასევე, ჯერ დაუზუსტებელი ინფორმაციით, მხატვარი თამარ მოდებაძე სასიკვდილოდ საქართველოს მოქალაქემ გაიმეტა. მისი მეგობრები დანაშაულის მოტივად, ფულს ასახელებენ.

მოდებაძის მკვლელობის შესახებ ინფორმაცია დღეს გავრცელდა.