22-23 იანვარს რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა მგზავრებს შეცვლილი გრაფიკით მოემსახურება

2019.01.21 16:55:21
22-23 იანვარს რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა მგზავრებს შეცვლილი გრაფიკით მოემსახურება

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ცნობით, გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 22-23 იანვარს, რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა მგზავრებს შეცვლილი გრაფიკით,14:00-დან 22:00 საათამდე პერიოდში მოემსახურება. 

 

 თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს იხდის შექმნილი დისკომფორტისთვის.