ბოლივიაში ავტობუსი საფეხბურთო გუნდით უფსკრულში გადავარდა

2019.01.21 13:35:49
ბოლივიაში ავტობუსი საფეხბურთო გუნდით უფსკრულში გადავარდა

უბედური შემთხვევა მოხდა ბოლივიაში. ავტობუსი საფეხბურთო გუნდით უფსკრულში გადავარდა. ამის შესახებ Aljazeera წერს.

 

ავტობუსი 150 მეტრი სიმაღლიდან უფსკრულში გადაიჩეხა. დაიღუპა 13 ადამიანი, მათ შორის, ოთხი ფეხბურთელი. 26-მა ადამიანმა მძიმე დაზიანებები მიიღო.

 

 წინასწარი მონაცემებით, ავარიის მიზეზი მუხრუჭების პრობლემა გახდა. მომხდარზე გამოძიება დაწყებულია.