ქართველმა მოციგურავემ საერთაშორისო ტურნირზე გაიმარჯვა

2019.01.21 12:34:31
ქართველმა მოციგურავემ საერთაშორისო ტურნირზე გაიმარჯვა

2019 წელი ქართველმა ფიგურულმა მოციგურავეებმა წარმატებით დაიწყეს. წლის პირველი საერთაშორისო ტურნირი სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში ჩატარდა,

იონიორების კატეგორიაში მონაწილეობდა ქართველი მოციგურავე ალინა ურუშაძე. ამის შესახებ ინფორმაციას ფიგურული ციგურაობის ფედერაცია ავრცელებს.

 

36 მონაწილეს შორის, რომლებმაც ბელგრადში წარმოადგინეს მოკლე და თავისუფალი პროგრამები, სერიოზული კონკურენციის პირობებში, ქართველმა ოქროს მედლის მოპოვება შეძლო. ალინამ ურუშაძემ დამაჯერებლად იასპარეზა და ლიდერობდა, როგორც მოკლე, ასევე თავისუფალ პროგრამაში.

 

საერთაშორისო ტურნირზე მოპოვებულმა მედლებმა, სპეციალისტებისა და საქართველოს ფიგურული ციგურაობის ეროვნული ფედერაციის მაღალი შეფასება დაიმსახურეს. 

 

მომდევნო ტურნირი, სადაც ალინა ურუშაძე იასპარეზებს, ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი იქნება, რომელიც 9-დან 16 თებერვლის ჩათვლით ბოსნიასა და ჰერცეგოვინის დედაქალაქ სარაევოში გაიმართება.