ეკა ბესელია ,ჯვრის მონასტერზე წერილს აქვეყნებს

2019.01.16 14:00:36
ეკა ბესელია ,ჯვრის მონასტერზე წერილს აქვეყნებს

როგორც ეკა ბესელია "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს,

"ჩემი სოლიდარობა და მხარდაჭერა ჯვრის მონასტერს და მის წინამძღვარს. ვიცი რამდენად რთული იყო მისთვის ამ გადაწყვეტილების მიღება. უკიდურეს  მდგომარეობამდე მიიყვანეს მოძღვარი. 1997 წლიდან მრევლი ვარ ამ მონასტრის და ვიცნობ მამა კონსტანტინეს როგორი დიდბუნებოვანი და საოცრად კარგი ადამიანია.

რამდენი ხანია ცდილობს მოაგვაროს ეს პრობლემა. ვინ არ შეაწუხა... უამრავი სტუმარი ჩამოდის და მონასტრის წინ ისეთი ანტისანიტარიაა და მოუწესრიგებლობა, რომელიც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. რაც მთავარია კანონი ირღვევა, გარე ვაჭრობა აკრძალულია. უნებართვოდ  ხდება ადგილას ვაჭრობა. არ ვიცი ვისი ინტერესია, რომ რეაგირება არ ხდება... მე პირადად მივმართე არაერთი წერილით მცხეთის მუნიციპალიტეტს, როგორც იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, გუბერნატორს კანონის აღსრულების მიზნით. რატომ არ ხდება კანონის დაცვა და აღსრულება  - ამაზე უნდა ისაუბროს მერმა და პასუხისმგებელმა პირებმა.  იმედია სამართლებრივად მოგვარდება ეს საკითხი, ნაცვლად მონასტრის მოძღვრის გაკიცხვისა", - წერს ეკა ბესელია.

ჯვრის მონასტერი ტურისტებისთვის სამი დღეა, ჩაკეტილია. იქ არც ქართველ და არც უცხოელ მომლოცველებს და დამთვალიერებლებს უშვებენ. გადაწყვეტილება მონასტრის წინამძღოლმა, კონსტანტინე ჯინჭარაულმა ერთპიროვნულად მიიღო.

მიზეზად მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე გარევაჭრობა დასახელდა. მონასტრის წინამძღოლის გადაწყვეტილებით, კარი არ გაიღება, სანამ გარემოვაჭრეები ტერიტორიას არ დატოვებენ.