მეტროსადგურ სამგორის რეაბილიტაციას თბილისის სატრანსპორტო კომპანია დაასრულებს

2019.01.16 13:16:16
მეტროსადგურ სამგორის რეაბილიტაციას თბილისის სატრანსპორტო კომპანია დაასრულებს

თბილისის მერის კახი კალაძის განცხადებით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოების დასრულება ვერ შეძლო. კომპანიის მიმართ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები გატარდა. თბილისის მერი არ გამორიცხავს, რომ შეიქმნას „შავი სია“, სადაც უპასუხისმგებლო კომპანიები მოხვდებიან და მსგავსი პრეცედენტები აღარ მოხდება. 

„მაგალითად, ვარკეთილის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები გაგრძელდა 7 თვის განმავლობაში. 50 მეტრი მონაკვეთის რეაბილიტაცია ხდებოდა 7 თვის განმავლობაში. ეს კატასტროაფაა. კატეგორიულად მიუღებელია ეს დამოკუდებულება ასეთი კომპანიები არ უნდა იყვნენ ჩვენს გვერდში. ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ მათ ვერ გაბედონ ტენდერებში მონაწილეობა. ეს აფერხებს იმ პროექტების განხორციელებას, რომელიც ჩვენ გვაქვს დაგეგმილი“, - განაცხადა კახა კალაძემ.