ქეთი დოლიძე - ირაკლი კობახიძე დაუკრეფავშია გადასული, დროა ივანიშვილმა "ქართული ოცნება" გაწმინდოს

2019.01.15 16:07:03
ქეთი დოლიძე - ირაკლი კობახიძე დაუკრეფავშია გადასული, დროა ივანიშვილმა "ქართული ოცნება" გაწმინდოს

რეჟისორი ქეთი დოლიძე, რომელიც "ქართული ოცნების" შექმნიდან პარტიის აქტიური მხარდამჭერი იყო, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესს მწვავე განცხადებებით ეხმაურება. 

 

"არცერთ მთავრობაზე ჯვარდაწერილი არ ვყოფილვარ. რაც დღეს ხდება კატეგორიულად მიუღებელია. დაუშვებელია მურუსუძის კატეგორიის ხალხი სასამართლოში უვადოდ ინიშნებოდეს. მოსამართლეებს, რომლებსაც ათას სიბინძურეზე აქვთ ხელი მოწერილი მხარს უჭერენ "ოცნების" ის წევრები, რომელთა ნახევარს საერთოდ არ ვიცნობ და არც ის ვიცი საერთოდ რატომ არიან პარლამენტში" - აცხადებს ქეთი დოლიძე. 

 

რეჟისორი მოსამართლეების საკითხზე გაკეთებული განცხადებების გამო პარლამენტის თავმჯდომარესაც აკრიტიკებს, ხოლო ბიძინა ივანიშვილს გუნდის შემადგენლობის დაუყოვნებლივ გადახედვისკენ მოუწოდებს. 

 

"ირაკლი კობახიძე დაუკრეფავშია გადასული. მასთან ერთად კიდევ ბევრი იყენებს ბოროტად ბიძინა ივანიშვილის სახელს. კარგია, რომ ის დაბრუნდა პოლიტიკაში. მე ივანიშვილის მადლობელი ვარ ბევრი საქმის გამო თუმცა დღეს მაქვს პრეტენზია, რომ "ოცნება" აუცილებლად უნდა გაწმინდოს შეკედლებული ხალხისგან" - აცხადებს ქეთი დოლიძე. ამასთან ის ემხრობა, რომ მოსამართლეების დანიშვნის საკითხის გარჩევაში საზოგადოება აქტიურად ჩაერთოს.