სამეგრელოში „ტამიფლუ“ 241-მა პაციენტმა მიიღო

2019.01.15 15:51:22
სამეგრელოში „ტამიფლუ“ 241-მა პაციენტმა მიიღო

ზუგდიდის ააიპ „საზოგადოებრივი ჯანდაცვის“ ცენტრის დირექტორის ნანა ოდიშარიას ინფორმაციით, რეგიონში „ტამიფლუს“ ახალი პარტია უკვე ჩამოვიდა და სააფთიაქო ქსელებშიც დარიგდა. ოდიშარიამ „პრაიმტაიმს“ უთხრა,რომ რომ მარაგს რეგიონის მასშტაბით კიდევ 260 კოლოფი პრეპარატი დაემატა. 

 

„ამ დროისთვის რეგიონის ჯანდაცვის ცენტრებმა 1758 ფლაკონი „ტამიფლუ“ გასცეს. მარაგი დარჩენილი იყო 80 კოლოფი და დაემატა 260. დღეის მონაცემებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში 14 პაციენტზე გაიცა „ტამიფლუ“,ხოლო დანარჩენებმა აფთიაქებში ფორმა ასით მიიღეს ეს მედიკამენტი“,- უთხრა „პრაიმტაიმს“ ნანა ოდიშარიამ.

 

მისივე ინფორმაციით,ორი კვირის განმავლობაში სულ „ტამიფლუ“ მიიღო სამეგრელოს მასშტაბით 241 პაციენტმა. ამ დროისთვის ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალს ამბულატორიულად მიმართა 42 პაციენტმა,აქედან ერთი რეანიმაციაში რჩება.