გრიპის ვირუსის შემთხვევები შემცირდა

2019.01.08 18:18:54
გრიპის ვირუსის შემთხვევები შემცირდა

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით წინა კვირასთან შედარებით გრიპის ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 21 ერთეულით შემცირდა.

„კლების ტენდენცია გვაქვს წინა კვირასთან შედარებით. ვითარება ეპიდემიასთან ახლოსაც კი არ არის. ეპიდემია იმ შემთხვევაში ითვლება  თუ კი დაინფიცირებულთა რაოდენობა 100 ათას მოსახლეზე 450-500 მიაღწევს- „ განუცხადეს „პრაიმტაიმსს“ ჯანდაცვის სამინისტროში

გასულ კვირას 100 ათას მოსახლეზე ლაბორატორიულად დადასტურებული გრიპის 277 შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაცვლილთა რაოდენობამ კი ათს მიაღწია