გერმანიაში საშობაო საჩუქრებით უკმაყოფილო ბავშვმა პოლიცია გამოიძახა

2018.12.27 14:36:46
გერმანიაში საშობაო საჩუქრებით უკმაყოფილო ბავშვმა პოლიცია გამოიძახა

გერმანიაში საშობაო საჩუქრებით უკმაყოფილო ბავშვმა პოლიცია გამოიძახა. ინფორმაციას ტელეკომპანია NDR-ი აქვეყნებს.

 

გამოძახებაზე მისულ სამართალდამცველებს სახლში გაბრაზებული 9 წლის ბიჭი დახვდათ. მან პოლიციელებს განუმარტა, რომ საჩუქრებად ნანატრისგან სრულიად განსხვავებული ნივთები მიიღო.

 

სამართლდამცველებმა სასაურველი საჩუქრების სია და ნაძვის ხის ქვეშ დადებული საჩუქრები ბავშვთან ერთად გადაამოწმეს.

 

აღმოჩნდა, რომ ბავშვის პრეტენზია სრულიად სამართლიანი იყო. პოლიციელებმა ბავშვის დამშვიდება მხოლოდ არგუმენტით შეძლეს. უთხრეს, რომ სანტა კლაუსს საჩუქრები უბრალოდ აერია, რადგანაც ის უკვე მოხუცია.