ციფრული მედიცინის პირველი ქართული ვებგვერდი შეიქმნა 12 ნოემბერი

2018.12.25 17:25:46
ციფრული მედიცინის პირველი ქართული ვებგვერდი შეიქმნა  12 ნოემბერი

ინტერნეტსივრცეში პირველი ქართული ციფრული მედიცინის ეკოსისტემა შეიქმნა, სახელწოდებით tsamali.ge.

 

ის აერთიანებს შემდეგ სერვისებს: ექიმთან და კლინიკაში ვიზიტის დაჯავშნა, მედიკამენტების ანოტაციების ბაზა, სამედიცინო აქციები, ფასდაკლებები, ბლოგი, საზღვარგარეთ მკურნალობის მიმართულება.

 

 

ინფორმაციას Navigator-ი ავრცელებს. ვებგვერდის შემქმნელების თქმით, საიტს მალე ფასებთან დაკავშირებული ინფორმაციაც დაემატება.

 

 

„ჩვენი ინოვაციურობა ციფრული სიახლეების ძიება დანერგვაშია. გვინდა საქართველოში მოსახლეობას უკეთესი, ხელმისაწვდომი და გამარტივებული ციფრული სამედიცინო ეკოსისტემა შევუქმნათ. სტრესული და მძიმე სამუშაო გრაფიკი გვაქვს, თუმცა ძალიან საინტერესო, რაც იმის საწინდარია, რომ მალე ბევრ სიახლეს შევთავაზებთ მოსახლეობასა და ბიზნესს“, – თქვა პროექტის დირექტორმა ლადო კანდელაკმა.

 

 

ვებგვერდზე განთავსებულია ინფორმაცია 4714 ექიმისა და 1064 კლინიკის შესახებ. ასევე, დევს 3463 წამლის ანოტაცია.