თემქაზე, კლინიკაში 2 წლის გოგონა გარდაიცვალა

2018.12.23 21:36:54
თემქაზე, კლინიკაში 2 წლის გოგონა გარდაიცვალა

თემქაზე, პედიატრიულ "პრივატ კლინიკაში" ორი დღის წინ, 2 წლის გოგონა გარდაიცვალა.

როგორც „2020news“-ს კლინიკაში განუცხადეს, პატარას გარდაცვალების მიზეზი ფილტვების ანთება გახდა.

„საავადმყოფოში ერთი კვირის წინ მძიმე მდგომარეობაში შემოიყვანეს. ფილტვებზე ჰქონდა პრობლემა. სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ შევძელით. მძიმე ფილტვების ანთებით დაიღუპა“, – განუცხადეს სააგენტოს კლინიკაში.

როგორც "პრაიმტაიმს" შსს-ში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება 116 - ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.