იქცევა თუ არა დოპინგის გამოყენება სისხლის სამართლის დანაშაულად?

2018.12.23 21:14:15
იქცევა თუ არა დოპინგის გამოყენება სისხლის სამართლის დანაშაულად?

ამერიკელმა სენატორებმა – შელდონ უაიტჰაუსმა და ორინ ჰეტჩმა საერთაშორისო ტურნირებზე დოპინგის გამოყენებისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ კანონპროექტი შეიტანეს, – ინფორმაციას CNN ავრცელებს.

სენატორები მოითხოვენ, რომ დოპინგ-დანაშაულისთვის სპორტსმენები მკაცრად დაისაჯონ. მათი ჩანაფიქრით, ეს კანონი იმოქმედებს ყველა ამერიკელ სპორტსმენზე, რომლებიც საერთაშორისო ტურნირებში იღებენ მონაწილეობას, ასევე მათზე, ვისაც აშშ-ის ფირმები აფინანსებენ.

სასჯელად კი განისაზღვრება ჯარიმა ერთი მილიონი დოლარის ფარგლებში და 10 წლამდე ვადით პატიმრობა.