რჩევა ქალებს

2018.12.21 14:21:43
რჩევა ქალებს

ყველა ქალს სურს, რომ ფრჩხილის ლაქი მალე გაშრეს, მით უმეტეს თუ გეჩქარებათ, აი მარტივი რჩევა: ჩაყავით შეღებილი ფრჩხილები ცივ წყალში და სულ რაღაც სამიოდე წუთში ლაქი გაშრება.სავარცხელს თუ საყვარელ სუნამოს შეასხურებთ და შემდეგ თმას დაივარცხნით, თმაზე არომატი მთელი დღე გაგყვებათ.აღმოჩნდა, რომ გატეხილი პომადა შეგიძლიათ შეაკეთოთ, სანთებელათი გააცხელე იმ ადგილის ბოლო რომელიც მოძვრა, შეაწებე მოტეხილი ნაწილი და შემდეგ შედგით მაცივარში ნახევარი საათი.თუ აღმოჩნდა, რომ მოულოდნელად გაგითავდათ საპარსი გელი, იგი თავისუფლად შეგიძლიათ შეცვალოთ თმის ბალზამით, ისიც ეფექტურად არბილებს კანს და გაპარსვაც სრულიად გაგიადვილდებათ.ყველა გოგონას გარდერობში მოიძებნება სხვადასხვა ფერის სახის და თვალის ჩრდილები, მის ფხვნილს თუ ჩაუმატებთ უფერო ლაქში, გამოგივათ ორიგინალური ფერი, ექსპერიმენტები თქვენს ფანტაზიაზეა დამოკიდებული