იაპონელი მოხუცი მკვდარ ცოლთან ერთად ერთი წელი ცხოვრობდა

2018.12.19 17:17:52
იაპონელი მოხუცი მკვდარ ცოლთან ერთად ერთი წელი ცხოვრობდა

იაპონიაში ფუკუოკას პრეფექტურაში 74 წლის პენსიონერი წელიწადზე მეტ ხანს არ მარხავდა ცოლს, რომელიც 2017 წლის ოქტომბერში გარდაიცვალა. ამის შესახებ AsiaOne-ი წერს.

მეუღლის გარდაცვალების შემდეგ იოკუდა იოსიჰისა მასთან ერთად ცხოვრებას განაგრძობდა. სხეულის გახრწნისგან გამოწვეული სუნის ჩახშობას ის ჰაერის გამწმენდებით ცდილობდა.

ეს ამბავი მას შემდეგ გაირკვა, როცა დღის წესრიგში ამ სახლის აღება დადგა. ცხედარი მუშებმა აღმოაჩინეს, რომლებიც შენობას ათვალიერებდნენ. მათ პოლიციას შეატყობინეს. სამართალდამცველებმა მოხუცი პენსიონერი დააკავეს.

გაირკვა, რომ ქალს სიცოცხლეში პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები არ გააჩნდა და შესაბამისად, არც ქორწინება ჰქონდა დარეგისტრირებული.