მინისტრის გარეშე იარაღს ვერავინ გამოიტანდა - სოსო რობაქიძე ირაკლი ოქრუაშვილის პასუხისგებაში მიცემას ითხოვს

2018.12.19 14:56:47
მინისტრის გარეშე იარაღს ვერავინ გამოიტანდა - სოსო რობაქიძე ირაკლი ოქრუაშვილის პასუხისგებაში მიცემას ითხოვს

ბუტა რობაქიძის მამა სოსო რობაქიძე კიდევ რამდენიმე ყოფილ მაღალჩინოსანს ასახელებს, რომელტა პასუხისგებაში მიცემასაც ითხოვს. რობაქიძის თქმით, მინისტრის გარეშე იარაღს ვერავინ ჩადებდა შესაბამისად უნდა მოხდეს ირაკლი ოქრუაშვილის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება. 

 

გარდა ოქრუაშვილისა რობაქიძე კიდევ რამდენიმე მაღალჩინოსნის დაკავებას ითხოვს.

 

"დავასახელე რამდენიმე ადამიანი, ეს არის ბედია, ქუთაისის მთავარი პროკურორი ბექა ბეჟუაშვილი, წერეთელი და ღვინიაშვილი. ოქრუაშვილის ნაწილში მნიშვნელობის ნაწილში, იმ დროს ის იყო მინისტრი და ვერავინ მინისტრის გარეშე იარაღს რომელსაც ნომერი არ აქვს, ვერ გამოიტანს. ლევან გვაზავა, რომელიც მონაწილეობდა და დანაშაულის ადგილზეა ნამყოფი და ლევან გვაზავაც აგებს პასუხს,"-აცხადებს რობაქიძე.