საგანგაშო კვლევა - წელიწადში 9 მილიონი ადამიანი გარემოს დაბინძურების გამო იღუპება

2017.10.20 13:27:24
საგანგაშო კვლევა - წელიწადში 9 მილიონი ადამიანი გარემოს დაბინძურების გამო იღუპება

 კვლევის შედეგები სამეცნიერო ჟურნალ Lancet-ში გამოქვეყნდა.

ინფორმაციას ბრიტანული Guardian-ი ავრცელებს. კვლევის მიხედვით, ჰაერის, წყლის, ნიადაგისა და სამუშაო ადგილების შესწავლამ ცხადყო, რომ მდგომარეობა საგანგაშოა. მეცნიერებმა ასევე დაადგინეს, რომ მსოფლიოში სიკვდილის ყოველი მეექვსე შემთხვევა გამონაბოლქვთანაა დაკავშირებული. კვლევაში ნათქვამია, რომ ჰაერისა და წყლის დაბინძურებით გამოწვეული გარდაცვალების შემთხვევების 92% დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებზე მოდის. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ 2050 წლისთვის ეს მაჩვენებლი აზიაში გაორმაგდება. გაირკვა ისიც, რომ პრობლემურია სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებები.