ნასამ კაცობრიობისთვის ყველაზე დიდი საფრთხე დაასახელა

2017.10.19 12:18:29
ნასამ  კაცობრიობისთვის ყველაზე დიდი საფრთხე დაასახელა

ცოტა ხნის წინ ნასამ კაცობრიობისთვის ყველაზე დიდი საფრთხე დაასახელა.

აღნიშნულ კატეგორიაში პირველობა სუპერვულკანებსა და მათი ამოფრქვევევის შესაძლებლობას მიანიჭა. არსებული ინფორმაციით, მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში სულ 20 სუპერვულკანია და ყველა მათგანი ნელი მოქმედების ბომბივითაა. NASA-ს მტკიცებით ერთი მათგანის ამოფრქვევაც კი კაცობრიობას იმაზე სწრაფად გაანადგურებს, ვიდრე ნებისმიერი ასტეროიდი. ერთ-ერთი მსგავსი სუპერვულკანი "იელოუსტოუნის ეროვნული პარკის" ქვეშ არის. არიზონის უნივერსიტეტის მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ იელოუსტოუნის სუპერვულკანი შესაძლოა 10 წლის შემდეგ ამოიფრქვას. 2013 წელს ჩატარებულმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ იელოუსტოუნის ვულკანის მაგმით სავსე რეზერვუარი 2,5-ჯერ უფრო დიდია, ვიდრე ამას წინა კვლევები ამბობდნენ. გარდა ამისა, მეცნიერები ფიქრობდნენ, რომ ყოველი აფეთქების შემდეგ რეზერვუარი იცლებოდა, ამიტომ ვარაუდობდნენ, რომ მის ხელახლა შევსებას გაცილებით მეტი დრო დასჭირდებოდა. NASA: კაცობრიობისთვის ყველაზე დიდი საფრთხე ჩვენს ფეხქვეშ იმალება თუმცა ახალმა კვლევებმა აჩვენა, რომ რეზერვუარი გაცილებით სწრაფად ივსება მაგმით, ამიტომ მის ხელახალ ამოფრქვევას არა ასეულობით წლის შემდეგ, როგორც აქამდე ვარაუდობდნენ, არამედ, სავსებით შესაძლებელია, რომ 10 წლის შემდეგ უნდა ველოდოთ. "გასაოცარია, რომ ვულკანს შეუძლია ასე სწარაფად გადავიდეს მშვიდი მდგომარეობიდან ამოფრქვევამდე"- განაცხადა New York Times-თან საუბარში კვლევის ერთ-ერთმა თანაავტორმა ჰანა შამლუმ. "იელოუსტოუნის ეროვნული პარკის" ქვეშ არის ერთგვარი ნასხლეტი, რომელიც სიწითლემდე გაცხელებული მაგმით არის ამოვსებული. ამ ვულკანის ამოფრქვევის შემთხვევაში, ის ასობით კუბური კილომეტრის მოცულობის მასას გამოისვრის, რომელიც 100 კილომეტრის რადიუსში ყველაფერს ფერფლად აქცევს.