მცირე ზომის თვითმფრინავმა საავტომობილო გზასთან ახლოს ავიაკატასტროფა განიცადა

2017.10.03 13:28:43
მცირე ზომის თვითმფრინავმა საავტომობილო გზასთან ახლოს ავიაკატასტროფა განიცადა

ვაშინგტონის შტატში მცირე ზომის თვითმფრინავი ჩამოვარდა.

ინციდენტის ამსახველი კადრები თვითმხილველებმა გადაიღეს. თვითმფრინავმა ვარდნის დროს რამდენიმე ელექტროგადამცემი კაბელი გაწყვიტა შემდეგ კი საავტომობილო გზაზე ჩამოვარდა. ავიაკატასტროფის დროს გაჩნდა ცეცხლი და დაიწვა ერთი მსუბუქი ავტომობილი. ინციდენტის დროს არავინ დაშავებულა.