გრიპის უპრეცენდენტო შემთხვევები - რა ტიპის ვირუსი ცირკულირებს საქართველოში

2020.01.14 13:34:01
გრიპის უპრეცენდენტო შემთხვევები -  რა ტიპის ვირუსი ცირკულირებს საქართველოში

იან­ვრის მე­ო­რე კვი­რის მო­ნა­ცე­მე­ბით, პირ­ველ კვი­რას­თან მი­მარ­თე­ბით გვაქვს ზრდა რო­გორც მი­მარ­თვი­ა­ნო­ბის, ასე­ვე ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ის კუ­თხით, - ამის შე­სა­ხებ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­მა ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და. მისი გან­მარ­ტე­ბით, ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 22%-დან და­ახ­ლო­ე­ბით 25,3%-მდე გა­ი­ზარ­და.

 

„იან­ვრის მე­ო­რე კვი­რა­ში 219 მი­მარ­თვი­ა­ნო­ბა გვაქვს 100 ათას მო­სახ­ლე­ზე, ანუ გვაქვს მსუ­ბუ­ქი ზრდა. ასე­ვე 3%-ით მო­მა­ტე­ბუ­ლია ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში, მწვა­ვე რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბით. ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 22%-დან, და­ახ­ლო­ე­ბით, 25,3%-მდე გა­ი­ზარ­და. მაგ­რამ ორი­ვე ეს ინ­დი­კა­ტო­რი, რი­თაც ჩვენ ვზო­მავთ ეპიდსი­ტუ­ა­ცი­ას ქვე­ყა­ნა­ში, შარ­შან­დელ ანა­ლო­გი­ურ პე­რი­ოდ­თან შე­და­რე­ბით არის შემ­ცი­რე­ბუ­ლი. გრი­პის სე­ზო­ნი გრძელ­დე­ბა მარ­ტის ბო­ლოს, ან აპ­რი­ლის შუა რი­ცხვე­ბამ­დე. ამი­ტომ, ყუ­რა­დღე­ბა არ უნდა მო­ვა­დუ­ნოთ და უნდა და­ვიც­ვათ ყვე­ლა ის რე­კო­მენ­და­ცია, რა­საც და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრი გრი­პის პრე­ვენ­ცი­ი­სა და პრო­ფი­ლაქ­ტი­კის­თვის იძ­ლე­ვა“, - გა­ნა­ცხა­და ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ.

 

გამ­ყრე­ლი­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, დღე­ის­თვის 96900 ადა­მი­ა­ნია აც­რი­ლი გრი­პის ვირუ­სის წი­ნა­აღ­მდეგ და ქვე­ყა­ნას კი­დევ აქვს ვაქ­ცი­ნის საკ­მა­რი­სი მა­რა­გი.

 

„ძა­ლი­ან კარ­გია, რომ ქვე­ყა­ნა­ში გა­ი­ზარ­და კულ­ტუ­რა და მო­თხოვ­ნი­ლე­ბა ვაქ­ცი­ნა­ცი­ა­ზე, რო­მე­ლიც გახ­ლავთ უპირ­ვე­ლე­სი პრე­ვენ­ცი­უ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა და მე­თო­დი გრი­პის პრო­ფი­ლაქ­ტი­კის. წელს ჩვენ 2,5-ჯერ მეტი ადა­მი­ა­ნი ავ­ცე­რით, ვიდ­რე გა­სულ წელს. ახლა უკვე აც­რი­ლია და­ახ­ლო­ე­ბით 96900 ადა­მი­ა­ნი, ჯერ კი­დევ გვაქვს ვაქ­ცი­ნე­ბის მა­რა­გი და კი­დევ ერთხელ მო­ვუ­წო­დებ მა­ღალ რის­კჯ­გუ­ფებს, გან­სა­კუთ­რე­ბით, ორ­სუ­ლებს, რომ ისარ­გებ­ლონ ვაქ­ცი­ნა­ცი­ით.

 

ქვე­ყა­ნა­ში საკ­მა­რი­სია ან­ტი­ვირუ­სუ­ლი პრე­პა­რა­ტე­ბის მა­რა­გი. ისი­ნი გა­ი­ცე­მა სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში, ის სრუ­ლი­ად უფა­სოა და სა­ა­ვად­მყო­ფო­ებს ამი­სი სე­რი­ო­ზუ­ლი მა­რა­გი აქვთ. ის გა­ი­ცე­მა მი­ნის­ტრის 30 დე­კემ­ბრის ბრძა­ნე­ბით, ორ­სუ­ლებ­სა და სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლებ­ზე, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის ცენ­ტრე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით, ექი­მის და­ნიშ­ნუ­ლე­ბის მი­ხედ­ვით. ამ დრო­ის­თვის და­ახ­ლო­ე­ბით 200-მდე ადა­მი­ან­ზეა გა­ცე­მუ­ლი და მათ შო­რის ჭარ­ბო­ბენ ორ­სუ­ლე­ბი“, - გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

 

მისი თქმით, გა­სულ კვი­რას ძი­რი­თა­დად B ტი­პის ვირუ­სი პრე­ვა­ლი­რებ­და.

 

„ვა­წარ­მო­ებთ მუდ­მივ მო­ნი­ტო­რინგს, თუ რა ტი­პის ვირუ­სე­ბი ცირ­კუ­ლი­რე­ბენ ქვე­ყა­ნა­ში. გა­სულ კვი­რა­ში პრე­ვა­ლი­რებს B ტი­პის გრი­პის ვირუ­სი, და­ახ­ლო­ე­ბით 76%-ში გვაქვს B ტი­პის გრი­პი. და­ახ­ლო­ე­ბით 6%-ში გვაქვს A ტი­პის გრი­პის H1 ქვე­ტი­პი. გა­მომ­დი­ნა­რე ეპიდსი­ტუ­ა­ცი­ი­დან ჩვენ არ ვთვლით მი­ზან­შე­წო­ნი­ლად, რომ გა­ხან­გრძლივ­დეს არ­და­დე­გე­ბი ან შე­წყდეს სწავ­ლის პრო­ცე­სი“, - გა­ნა­ცხა­და ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ.

 

მი­სი­ვე რე­კო­მენ­და­ცი­ით, გრი­პის ვირუ­სის მა­ტა­რე­ბე­ლი ბავ­შვე­ბი იზო­ლი­რე­ბუ­ლე­ბი უნდა იყ­ვნენ და ისი­ნი მშობ­ლებ­მა სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში არ უნდა გა­აგ­ზავ­ნონ.

 

 

წყარო : imedinews