საბერძნეთში ქართველი მძღოლი დააკავეს

2019.11.05 13:12:48
საბერძნეთში ქართველი მძღოლი დააკავეს

საბერძნეთში ქართველი მძღოლი დააკავეს, რომელსაც 41 არალეგალი ავღანელი მიგრანტი მანქანა-მაცივრით გადაჰყავდა. ინფორმაციას Dailymail-ი

ავრცელებს.

შემთხვევა ქალაქ სანტის ახლოს მოხდა. დაკავებულის ვინაობა უცნობია. იგი პოლიციის ადგილობრივ განყოფილებაშია გადაყვანილი.მიგრანტების, დიდი ნაწილი ავღანეთიდანაა, რომლებიც სატვირთო მაცივარში იპოვეს. მაცივარი ჩართული არ იყო, თუმცა მიგრანტების ნაწილს საავადმყოფოში გადაყვანა მაინც დასჭირდა.

ჯერჯერობით გაურკვეველია, რომელ ქვეყანაში აპირებდნენ მათ გადაყვანას.