როგორც არაერთხელ გითხარით, ამ სეზონზე გავრცელებული ღორის გრიპი ხასიათდება გართულებებით, უხშირესად ვირუსული პნევმონიით, რომელიც გრიპის ვირუსით ინფიცირებულთა საკმაოდ დიდმა ნაწილმა გადაიტანა.
იმ ადამიანებში, რომლებსაც დღე-ღამეში 6 საათზე ნაკლები სძინავთ, გულ-სისხლძარღვთა დაავადების რისკი მაღალია იმათთან შედარებით, ვისაც 7-8 სძინავს. ასეთ დასკვნამდე ესპანელი და ამერიკელი მეცნიერები მივიდნენ.
ბრიტანელი მეცნიერები 10 ათას ადამიანზე ჩატარებული დაკვირვების შედეგად, მივიდნენ დასკვნამდე, რომ დიდი რაოდენობით ზედმეტი კილოგრამები შესაძლოა ტვინს ზიანს აყენებდეს. ამის შესახებ ინფორმაციას Kurier-ი ავრცელებს.
გრიპის საწინააღმდეგო პრეპარატ „ტამიფლუს" უფასოდ გაცემა დღის მეორე ნახევარში დაიწყება, - ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის უფროსმა, მარინა დარახველიძემ განაცხადა.