პროდუქტები, რომლებიც მეხსიერებას აუმჯობესებს

პროდუქტები, რომლებიც მეხსიერებას აუმჯობესებს

ადამიანს მეხსიერების გაუმჯობესებაზე კონკრეტული საკვები განსაკუთრებით დადებითად მოქმედებს.

იმისთვის, რომ მეხსიერება კარგ ფორმაში იყოს, მნიშვნელოვანია ადამიანმა მიიღოს B და ომეგა-3 ჯგუფის ვიტამინები. ფინელი დიეტოლოგი სატუ იუვაკორპი კი ზოგჯერ ზღვის პროდუქტების დიეტის დაცვასაც გვირჩევს. ინფორმაციას ფინური გამოცემა verkkouutiset-ი ავრცელებს. ცნობილია, რომ B ვიტამინის ნაკლებობა, ალკოჰოლის ხშირი მოხმარება და სიგარეტი მეხსიერებაზე უარყოფითად აისახება. რისკის ქვეშ არიან ის ადამიანებიც, რომლებიც დაბალი ხარისხის ნახშირწყლებსა და დიდი ოდენობით ცხოველურ ცხიმს იღებენ. დიეტოლოგი მეხსიერების გასაუმჯობესებლად გვირჩევს მივიღოთ თევზი, რომელიც დიდი ოდენობით ომეგა-3-ს შეიცავს. ეს ხელს უწყობს ტვინის უჯრედებს შორის სიგნალების მიწოდებას. ასევე, სასარგებლოა ზეითუნის ზეთი, მცენარეული საკვები, თეთრი ხორცი, მარცვლელული (შვრია, ქატო და სხვა), ლიმონი და ალკოჰოლის დაბალი შემცველობის მქონე სასმელებიც კი. ტვინის მუშაობას აუმჯობესებს კენკრა, მუქი მწვანე ფერის მქონე ფოთლოვანი ბოსტნეული და თხილი. დადებითად მოქმედებს ტვინზე კაკაო, ყავა და ჩაიც.

08 ოქტ 2017

სხეულის საათის მექანიზმის შემსწავლელ მეცნიერებს ნობელის პრემია გადაეცათ

სხეულის საათის მექანიზმის შემსწავლელ მეცნიერებს ნობელის პრემია გადაეცათ

სხეულის საათის მექანიზმის დადგენაზე 3 ამერიკელი მეცნიერი მუშაობდა.

02 ოქტ 2017

"SOS! უმორჩილესად გთხოვთ!"-ექიმის მკაცრი გაფრთხილება მშობლებს!

"SOS! უმორჩილესად გთხოვთ!"-ექიმის მკაცრი გაფრთხილება მშობლებს!

ექიმი ირინა ნიკოლაიშვილი მშობლებს მიმართავს და მკაცრ რეკომენდაციებს აძლევს:

29 სექ 2017

პოლიკლინიკები, რომელთაც 12 ათასზე მეტი დაზღვეული არ ეყოლებათ, შესაძლოა, საყოველთაო დაზღვევის პროგრამას გამოეთიშონ

პოლიკლინიკები, რომელთაც 12 ათასზე მეტი დაზღვეული არ ეყოლებათ, შესაძლოა, საყოველთაო დაზღვევის პროგრამას გამოეთიშონ

„კლინიკების ასოციაციის“ დამფუძნებლის ვილი პაჭკორიას ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტრო ამბულატორიებთან და პოლიკლინიკებთან მიმართებით ახალ ინიციატივაზე მუშაობს.ამის შესახებ ვ.პაჭკორიამ რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.

03 დეკ 2019

საქართველოში უახლესი სტანდარტების დიაგნოსტიკური ცენტრი გაიხსნა

საქართველოში უახლესი სტანდარტების  დიაგნოსტიკური ცენტრი გაიხსნა

 

მარდალეიშვილის სამედიცინო ჯგუფი“ ახალ ცენტრში პაციენტებს რადიოლოგიური კვლევების სრულ სპექტრს სთავაზობს

15 ნოემბერს „მარდალეიშვილის სამედიცინო ჯგუფის“ ინიციატივით, უახლესი სტანდარტების დიაგნოსტიკურ ცენტრში (მის: თბილისი, თამარაშვილის #4), მედიის წარმომადგენლებისთვის საინფორმაციო ტური მოეწყო. ტური გაცნობითი ხასიათის იყი, რომლის მიზანს უახლესი სტანდარტების ახალი დიაგნოსტიკური ცენტრის დემონსტრირება წარმოადგენდა. თანამედროვე ინფრასტრუქტურით მოწყობილი ახალი დიაგნოსტიკური ცენტრი 3,000 კვ/მ ფართობზეა განლაგებული და ულტრათანამედროვე, უახლესი მოდელების სამედიცინო აპარატურით არის აღჭურვილი.

ოწვეულმა სპეციალისტებმა ტურის მონაწილეებს დიაგნოსტიკური ცენტრის უნიკალურ შესაძლებლობები გააცნესს. კლინიკა პაციენტებს რადიოლოგიური კვლევების სრულ სპექტრს, მათ შორის, თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებითა და დახურულ ავტომატიზირებულ სისტემებზე მოწყობილ ლაბორატორიას სთავაზობს. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული სტანდარტების შესაბამისად ჩატარებული ლაბორატორიული კვლევა მაქსიმალური სიზუსტით დიაგნოსტირებას უზრუნველყოფს.

მარდალეიშვილის სამედიცინო ჯგუფი“ თანამშრომლობს GENERAL ELECTRIC-თან და შესაბამისად, დიაგნოსტიკური ცენტრი აღჭურვილი იქნება კომპანიის თანამედროვე აპარატურით, რომელიც უნიკალურია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონშიც. კერძოდ, აღსანიშნავია უახლესი მოდელის, 3 ტესლა სიმძლავრის ბირთვულ-მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფი, ასევე, მამოგრაფი ტომოსინთეზის ფუნქციით, რაც მნიშვნელოვნად ზრდის სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნეების ადრეული გამოვლინების და ზუსტი დიაგნოზის დასმის საშუალებებს. გარდა ამისა, „მარდალეიშვილის დიაგნოსტიკური ცენტრი“ გამოირჩევა ულტრათანამედროვე მოდელების კომპიუტერული ტომოგრაფით, დენსიტომეტრით, ექოსკოპებით, ენდოსკოპებით, რენტგენოსკოპიური და რენტგენოგრაფიული აპარატურით.

მარდალეიშვილის დიაგნოსტიკური ცენტრის“ აღჭურვისთვის 20 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა. ამ ეტაპზე კლინიკაში დასაქმებულთა რიცხვი 120 ადამიანს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ „მარდალეიშვილის დიაგნოსტიკურ ცენტრში“ პაციენტებს სამედიცინო კვლევებს და კონსულტაციებს უტარებენ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ამერიკასა და ევროპაში აღიარებული წამყვანი ექიმები. თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი დიაგნოსტიკური ცენტრი მაღალი ხარისხით შეძლებს საქართველოს მოსახლეობის სამედიცინო საჭიროებების დაკმაყოფილებას.

 

15 ნოე 2019

კლინიკა „ენმედიცი“ ბავშვთა ნოევროლოგთან კონსულტაციაზე 50%-იან ფასდაკლებას გთავაზობთ

კლინიკა „ენმედიცი“ ბავშვთა ნოევროლოგთან კონსულტაციაზე 50%-იან ფასდაკლებას გთავაზობთ

კლინიკა „ენმედიცი“ აცხადებს აქციას ბავშვებისთვის. 1 ნოემბრიდან 1 დეკემბრამდე, ყოველ შაბათს,  ბავშვთა ნევროლოგთან კონსულტაციაზე  50%-იანი ფასდაკლება იქნება.

24 ოქტ 2019

ფრანგმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს ცილა, რომელიც ებრძვის სიბერეს და სიმსივნის განვითარებას

ფრანგმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს ცილა, რომელიც ებრძვის სიბერეს და სიმსივნის განვითარებას

საფრანგეთში, პასტერის უნივერსიტეტის მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ცილა GDF11-ი სიბერეს ებრძვის და ორგანიზმს სიმსივნის განვითარებისაგან იცავს. კვლევის შედეგები  პორტალ MedicalXpress-ზე გამოქვეყნდა.

24 ოქტ 2019

რეკომენდაციები დედებს ჩვილების უსაფრთხო ძილიზე

რეკომენდაციები დედებს ჩვილების უსაფრთხო ძილიზე

პედიატრები გვირჩევენ ჩვილები მყარ ზედაპირზე, ყოველგვარი ბალიშის გარეშე დავაძინოთ. ჩვილების უსაფრთხო ძილის საკითხზე რეკომენდაციები ჟურნალ "პედიატრის" ახალ ნომერში დაიბეჭდა.

21 ოქტ 2019

SOS! სამი მედიკამენტი, რომელიც 50 წელს გადაცილებულმა ადამიანმა აუცილებლად უნდა მიიღოს

SOS!  სამი მედიკამენტი, რომელიც 50 წელს გადაცილებულმა ადამიანმა აუცილებლად უნდა მიიღოს

რუსი ტელეწამყვანი და ექიმი ელენა მალიშევა საუბრობს სამ მედიკამენტზე, რომლებიც აუცილებლად უნდა მიიღონ 50 წელზე უფროსი ასაკის ყველა ადამიანმა.

21 ოქტ 2019

რომელი დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება თაფლი

რომელი დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება თაფლი

თაფლი სრულფასოვანი სუპერპროდუქტია. ის გულის დაავადებებისა და კიბოს საპროფილაქტიკო საშუალებაა. ამის მიზეზი მასში დიდი კონცენტრაციით ფლავონოიდებისა და ანტიოქსიდანტების არსებობაშია. თაფლი ასევე აქვეითებს წყლულოვანი დაავადებისა და კუჭ-ნაწლავის სისტემის სხვა პათოლოგიების, კერძოდ ბაქტერიული გასტროენტერიტის, რისკს.

21 ოქტ 2019