რამდენი გრამი შაქარი უნდა მივიღოთ დღიურად, რომ დიაბეტი არ დაგვემართოს

2019.10.15 15:00:28
რამდენი გრამი შაქარი უნდა მივიღოთ დღიურად, რომ დიაბეტი არ დაგვემართოს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, შაქრის მოხმარების დღიური ნორმა 25 გრამს (6 ჩაის კოვზი) შეადგენს. ექსპერტები შედარებისთვის აქვეყნებენ ინფორმაციას სხვადასხვა სასმელში შაქრის შემცველობის შესახებ. მაგალითად, ჩვეულებრივი კოკა-კოლას 330 მლ (მცირე ბოთლი) შეიცავს 39 გრამ შაქარს, 175 მლ თეთრი ნახევრადმშრალი ღვინო - 1,5 გრამს, ამავე მოცულობის წითელი ნახევრადმშრალი ღვინო - 2 გრამს, 350 მლ ვაშლის ან ფორთოხლის წვენი, შესაბამისად, 39 და 33 გრამ შაქარს, იმავე მოცულობის ყურძნის წვენში კი 58,5 გრამი შაქარია წარმოდგენილი.

 

ამიტომაც ექსპერტები გვირჩევენ უარი ვთქვათ ტკბილ გაზიან სასმელებზე, შევზღუდოთ ასევე ხილის წვენების მოხმარება, რადგან ისინი იწვევს დიაბეტისწინა მდგომარეობის განვითარებას, შესაძლოა ნევროლოგიური დარღვევების საფუძველიც კი გახდეს.

 

ყველაზე სასარგებლო ჩვეულებრივი წყლის დალევაა (30 კგ-ზე 1 ლიტრის გადათვლით დღის განმავლობაში). ისიც ნუ დაგავიწყდებათ, რომ ხილის წვენებისა თუ სხვა სასმელების გარდა ბავშვებიც და უფროსებიც უამრავ ტკბილს მიირთმევენ ყოველდღიურად, შესაბამისად, შაქრის Dდღიურ ნორმას არა თუ აჭარბებენ, არამედ ძალიან დიდი დოზით მოიხმარენ!

 

 

წყარო: მკურნალი