SOS!! კიბოს გამომწვევი პროდუქტები, რომლებსაც ხშირად მიირთმევთ

2019.10.09 13:07:09
SOS!! კიბოს გამომწვევი პროდუქტები, რომლებსაც ხშირად მიირთმევთ

Medicalxpress კიბოს გამომწვევ პროდუქტებზე ფრანგი მკვლევრების დასკვნას აქვეყნებს. როგორც ევროპელი ექსპერტები გვაფრთხილებენ, განსაკუთრებულად საშიშია გაზიანი სასმელები. მათი ყოველდღიურად მოხმარება დაუშვებელია, რადგან ონკოლოგიურ დაავადებათა განვითარების რისკი 18 %-ით იზრდება.

 

ზომიერად უნდა გამოიყენოთ წითელი ხორცი, რეგულარულად მისი ჭამა მავნებელია, საკმარისია კვირაში ორ-სამჯერ ხორცის მიღება. ვინც ყოველდღიურად მიირთმევს 76 გრამ წითელ ხორცს, ავთვისებიანი სიმსივნით დაავადების რისკი 20 %-ით აქვს მომატებული.

 

კანცეროგენულ პროდუქტებს შორის სპეციალისტები ალკოჰოლურ სასმელებსაც ასახელებენ. მათი ბოროტად გამოყენება კიბოს განვითარების რისკს 8 %-ით ზრდის.

 

დასასრულ კი, კიდევ ერთი გაფრთხილება, მაქსიმალურად შეამცირეთ ზეთის გამოყენება კერძების მომზადებისას. მცენარეული ცხიმის მუდმივად მოხმარება, მით უფრო ისეთის, რომელსაც თერმული დამუშავება აქვს გავლილი (განსაკუთრებით საშიშია გადადუღებული ცხიმი), იწვევს სწორი ნაწლავის კიბოს განვითარებას - გვარფრთხილებენ ფრანგი სპეციალისტები.

 

 

წყარო: mkurnali