SOS! იწვევს თუ არა შილაკი კანის კიბოს! ექიმის რეკომენდაციები ქალებს

2019.10.02 13:58:06
SOS! იწვევს თუ არა შილაკი კანის კიბოს! ექიმის რეკომენდაციები ქალებს

21-ე სა­უ­კუ­ნის საქ­მი­ა­ნი ქა­ლის­თვის ში­ლა­კი ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო აღ­მო­ჩე­ნაა, რად­გან ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ლა­ქის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ფრჩხი­ლე­ბი დიდი ხნით ინარ­ჩუ­ნებს ფორ­მას, მდგრა­დია და მოვ­ლი­ლად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა.

 

თუმ­ცა, რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ეს კომ­ფორ­ტუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა სუ­ლაც არ არის უსაფრ­თხო. სა­მე­დი­ცი­ნო სფე­რო­ში კა­მა­თის სა­კი­თხია ში­ლა­კის შრო­ბის პრო­ცე­სი, რო­მე­ლიც სპე­ცი­ა­ლუ­რი ულტრა­ი­ის­ფე­რი (ზო­გი­ერთ შემ­თხვე­ვა­ში LED) ნა­თუ­რით ხდე­ბა და შე­საძ­ლოა, ის ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის სა­ში­შიც კი აღ­მოჩ­ნდეს. ასეთ დას­კვნამ­დე მი­ვიდ­ნენ კა­ნის კი­ბოს პრობ­ლე­მებ­ზე მო­მუ­შა­ვე ამე­რი­კუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი.

 

და­ა­ვა­დე­ბის რის­კი ძა­ლი­ან მცი­რეა, თუმ­ცა სრუ­ლად მისი გა­მო­რი­ცხვა არ შე­იძ­ლე­ბა.

 

დერ­მა­ტო-ვე­ნე­რო­ლოგ სოფო ლი­ლუ­აშ­ვილს ში­ლა­კის საფრ­თხე­ებ­ზე ვკი­თხეთ და აღ­მოჩ­ნდა, რომ ძა­ლი­ან ბევ­რი პა­ცი­ენ­ტი მი­მარ­თავს, გელ-ლა­ქის ხში­რი კე­თე­ბის გამო და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ფრჩხი­ლე­ბით. მკურ­ნა­ლო­ბა კი არც ისე მარ­ტი­ვია, საკ­მა­ოდ დიდ დრო­სა და ხარ­ჯებს მო­ი­თხოვს.

 

- ფრჩხილს რომ აზი­ა­ნებს, ფაქ­ტია, იწ­ვევს ონი­ქო­დის­ტრო­ფი­ას. ფრჩხი­ლის ანა­ტო­მი­ის დარ­ღვე­ვას და მე­ქა­ნი­კურ და­ზი­ა­ნე­ბას. ხში­რად მოგ­ვმარ­თა­ვენ პა­ცი­ენ­ტე­ბი, რომ­ლებ­საც აქვთ ონი­ქო­დის­ტრო­ფია და ში­ლა­კის ფონ­ზე და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ფრჩხი­ლე­ბი, ად­ვი­ლად ჩნდე­ბა სო­კო­ვა­ნი და­ა­ვა­დე­ბაც. ამ დროს ფრჩხი­ლის ქსო­ვი­ლი დაშ­ლი­ლია, არა­ერ­თგვა­რო­ვა­ნია და მარ­ტი­ვად შეღ­წე­ვა­დია სპო­რე­ბის­თვის.

 

- ში­ლა­კის კე­თე­ბი­სას ფრჩხი­ლის ხა­რის­ხი ფუჭ­დე­ბა?

 

- დიახ, თხელ­დე­ბა, განშრე­ვე­ბუ­ლია ფრჩხი­ლი და არ არის ერ­თგვა­რო­ვა­ნი, სიგ­რძი­ვი და­ზოლ­ვა აქვს, შემღვრე­უ­ლი შე­ფე­რი­ლო­ბა. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ში­ლა­კის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში შე­დის ფორ­მალ­დე­ჰი­დი, ამას­თა­ნა­ვე მისი გა­კე­თე­ბის პრო­ცეს­ში ფრჩხი­ლი მე­ქა­ნი­კუ­რა­დაც ზი­ან­დე­ბა - ხდე­ბა ფრჩხი­ლის დაქლიბ­ვა, რაც ჯან­მრთე­ლი ფრჩხი­ლის შემ­თხვე­ვა­ში რე­კო­მენ­დი­რე­ბუ­ლი არ არის.

 

ძა­ლი­ან ხში­რად მოგ­ვმარ­თა­ვენ პა­ცი­ენ­ტე­ბი ამ პრობ­ლე­მით და ონი­ქო­დის­ტრო­ფია ძა­ლი­ან რთუ­ლი სამ­კურ­ნა­ლოა. დიდ დროს, ძა­ლის­ხმე­ვას მო­ი­თხოვს და და ყვე­ლა­ფერ­თან ერ­თად ძვი­რიც ღირს. ამ დროს, უნდა ვა­ცა­დოთ ფრჩხილს ბო­ლომ­დე ამოს­ვლა, მთლი­ა­ნად უნდა შე­იც­ვა­ლოს ფრჩხი­ლის ფირ­ფი­ტა და ეს მარ­ტი­ვად მო­საგ­ვა­რე­ბე­ლი პრობ­ლე­მა ნამ­დვი­ლად არ არის.

 

- რა სიხ­ში­რით შე­იძ­ლე­ბა ში­ლა­კის გა­კე­თე­ბა, ისე რომ ფრჩხი­ლი არ დაგ­ვი­ზი­ან­დეს?

 

- ჩვენ­თან რო­დე­საც მო­დის პა­ცი­ენ­ტი, უკვე და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ფრჩხი­ლე­ბით, სა­ერ­თოდ ვუკ­რძა­ლავთ ში­ლა­კის გა­კე­თე­ბას, რად­გან ამის­გან და­ზღვე­უ­ლი არა­ვინ არ არის და ყო­ველ­თვის შე­იძ­ლე­ბა თა­ვი­დან გან­ვი­თარ­დეს და­ა­ვა­დე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა სიხ­ში­რეს, თუ ფრჩხი­ლი იტანს, შე­იძ­ლე­ბა 6 თვე­ში ერთხელ გა­კეთ­დეს.

 

- ზო­გა­დად ცნო­ბი­ლია, რომ ფე­ხის ფრჩხი­ლი უფრო მა­გა­რია, ამ შემ­თხვე­ვა­ში რო­გო­რია ში­ლა­კით და­ზი­ა­ნე­ბის მო­მარ­თვი­ა­ნო­ბა?

 

- ფე­ხის ფრჩხი­ლის და­ზი­ა­ნე­ბი­თაც ბევ­რი პა­ცი­ენ­ტი მო­დის. ზო­გა­დად, ფეხ­ზე უფრო მა­გა­რია ფრჩხი­ლი, მაგ­რამ ეს არ ნიშ­ნავს რომ არ და­ზი­ან­დე­ბა.

 

- ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ლა­ქის წას­მის შემ­თხვე­ვა­ში თუ შე­იძ­ლე­ბა და­ზი­ან­დეს ფრჩხი­ლე­ბი?

 

- ამ დრო­საც ზი­ან­დე­ბა თუ არას­წო­რად იკე­თე­ბენ, მე­ქა­ნი­კუ­რად აზი­ა­ნე­ბენ, ამ შემ­თხვე­ვა­შიც შე­იძ­ლე­ბა მი­ვი­ღოთ ცუდი შე­დე­გი, მაგ­რამ პრო­ცენ­ტუ­ლად უფრო ნაკ­ლე­ბი პა­ცი­ენ­ტი მო­დის ლა­ქით და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ფრჩხი­ლე­ბით, ვიდ­რე ში­ლა­კით.

 

- არ­სე­ბობს მო­საზ­რე­ბა, რომ ში­ლა­კის კე­თე­ბი­სას გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი გა­ნა­თე­ბა და­მა­ზი­ა­ნებ­ლად მოქ­მე­დებს და კი­ბოს რისკს ზრდის...

 

- სა­ვა­რა­უ­დოდ, ეს არის ულტრა­ი­ის­ფე­რი ნა­თე­ბა და ვე­თან­ხმე­ბი, რომ აპ­რო­ვო­ცი­რებს სიმ­სივ­ნუ­რი უჯრე­დე­ბის წარ­მოქ­მნას. თუმ­ცა, ეს რამ­დე­ნად შე­საძ­ლე­ბე­ლია ფრჩხილ­ში, ვერ გე­ტყვით. თუ პრობ­ლე­მა მა­ნამ­დე არ არ­სე­ბობ­და, არა მგო­ნია მხო­ლოდ ამან გა­მო­იწ­ვი­ოს. მაგ­რამ თუ საქ­მე გვაქვს ფრჩხილ­ქვე­შა სა­ეჭ­ვო წარ­მო­ნაქ­მნთან, ამ შემ­თხვე­ვა­ში ნამ­დვი­ლად ვუკ­რძა­ლავთ ში­ლაკს.

 

ში­ლაკ­მა გარ­და იმი­სა, რომ შე­საძ­ლოა, ფრჩხი­ლის სე­რი­ო­ზუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის გა­მომ­წვე­ვი გახ­დეს, აღ­მოჩ­ნდა, რომ ოპე­რა­ცი­ის გა­კე­თე­ბი­სას მცი­რე­ო­დე­ნი დის­კომ­ფორ­ტიც შექ­მნას.

 

ამ თე­მა­ზე კო­მენ­ტა­რის­თვის AMBEBI.GE-მ ქი­რურგ ოთარ კე­პუ­ლა­ძეს მი­მარ­თა:

 

- ეს დის­კომ­ფორ­ტი შე­იძ­ლე­ბა შე­ექ­მნათ ანეს­თე­ზი­ო­ლო­გებს, რო­დე­საც პა­ცი­ენ­ტებს სა­ტუ­რა­ცი­ას უკე­თე­ბენ. ამ დროს თით­ზე ამაგ­რე­ბენ სა­ტუ­რა­ტორს, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც ზო­მა­ვენ სის­ხლში ჟანგბა­დის მო­მა­რა­გე­ბას და პულსს. სა­სურ­ვე­ლია ერთი თითი იყოს თა­ვი­სუ­ფა­ლი და მე­დი­ცი­ნა­ში, რო­დე­საც რა­ღაც სა­სურ­ვე­ლია, ის აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­ვა­კე­თოთ. გეგ­მი­უ­რი ოპე­რა­ცი­ე­ბის დროს, პა­ცი­ენტს ყო­ველ­თვის ვაფრ­თხი­ლებთ.

 

- გა­და­უ­დე­ბე­ლი შემ­თხვე­ვის დროს რა ხდე­ბა, ში­ლა­კის მო­ცი­ლე­ბა წა­მი­ე­რად, აცე­ტო­ნით არ ხდე­ბა...

 

- ამ შემ­თხვე­ვა­ში სხვა ად­გი­ლი­დან ვსა­ზღვრავთ სა­ტუ­რა­ცი­ას.

 

 

 

წყარო: ambebi