სამხრეთ კორეაში ექიმმა შეცდომით სხვა ქალს გაუკეთა აბორტი

2019.09.24 21:25:25
სამხრეთ კორეაში ექიმმა შეცდომით სხვა ქალს გაუკეთა აბორტი

შემთხვევა სამხრეთ კორეაში, ქალაქ სეულში მოხდა.

 

6 კვირის ორსულმა პაციენტმა კლინიკას გამოკვლევისთვის მიმართა, რომელსაც ექიმმა სხვა პაციენტის ნაცვლად აბორტი გაუკეთა. 

 

მომხდართან დაკავშირებით პოლიციამ ექიმისა და ექთნის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. 

 

მედდა და ექიმი ჩადენილ შეცდომას აღიარებენ. 

 

სამხრეთ კორეაში აბორტი ლეგალური მიმდინარე წლის აპრილში გახდა.

 

 

წყარო: დაიჯეტი