პარაგვაიში სამედიცინო კანაფის წარმოება დაიწყება

2019.09.13 11:50:04
პარაგვაიში სამედიცინო კანაფის წარმოება დაიწყება

პარაგვაის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ქვეყანაში სამედიცინო კანაფის წარმოება იწყება, თუმცა მისი წარმოებისთვის სპეციალური ლიცენზიის მიღება იქნება საჭირო.

მათივე ცნობით, ლიცენზიის მისაღებად მსურველთა განცხადებების მიღება 1-ელ ოქტომბერს დაიწყება. წარმოებული კანაფის 2 % ჯანდაცვის სამინისტროს გადაეცემა, რომლებიც  უფასოდ გადასცემენ ეპილეფსიით, პარკინსონითა და სხვა დაავადებების მქონე პაციენტბს.