კვლევა! რისთვის არის სახიფათო ცხარე საკვების მიღება

2019.09.10 15:00:34
კვლევა! რისთვის არის სახიფათო ცხარე საკვების მიღება

კატარის, სამხრეთ ავსტრალიისა და პენსილვანიის უნივერსიტეტებში გააანალიზეს ცხარე წიწაკის გავლენა ხანდაზმული ადამიანების კოგნიტიურ ფუნქციაზე. 15 წლის განმავლობაში მეცნიერები თითქმის 5000 ადამიანის მონაცემს აკვირდებოდნენ. კვლევის დასაწყისში მოხალისეების საშუალო ასაკი იყო 63,5 წელი.

 

ყოველ 2-3 წელიწადში მოხალისეები გადიოდნენ კოგნიტიური უნარების ტესტებს და ყვებოდნენ საკუთარ რაციონზე. ცხარე საკვების მოყვარულებს კოგნიტიური უნარების უფრო გამოხატული და სწრაფი დაქვეითება აღენიშნებოდათ. დღეში 50 გრამი ცხარე წიწაკა მიჩნეულია ზღვრულ დოზად. წიწაკის ამ ან მეტი მოცულობით მიღებისას, მეხსიერების და აზროვნების უნარის ასაკობრივი გაუარესება 2-ჯერ უფრო მაღალი იყო მათთან შედარებით, ვინც ცხარეს საერთოდ არ ღებულობდა. აღსანიშნავია, რომ მწარე წიწაკა მეტად საშიში აღმოჩნდა სხეულის დაბალი ინდექსის და მაღალი ფიზიკური აქტივობის მქონე ადამიანებისათვის.

 

მწარე წიწაკა განსაკუთრებით პოპულარულია მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით აზიის ქვეყნებში. ცნობილია, რომ მწარე წიწაკის აქტიური კომპონენტი კაპსაიცინი აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას, ხელს უწყობს გახდომას და აწესრიგებს სისხლძარღვების მდგომარეობას. თუმცა რატომ მოქმედებს უარყოფითად კოგნიტიურ უნარებზე - მეცნიერები ჯერჯერობით ვერ ხსნიან.

 

 

წყარო: მკურნალი