მეცნიერებმა შექმნეს მოწყობილობა, რომელიც გულის შეტევის რისკს წინასწარ გამოავლენს

2019.09.05 17:12:21
მეცნიერებმა შექმნეს მოწყობილობა, რომელიც გულის შეტევის რისკს წინასწარ გამოავლენს

ბრიტანელმა მეცნიერებმა გულის შეტევის პირველი ნიშნების გამოსავლენად ახალ გზას მიაგნეს. გულის შეტევის საწყის ეტაპზევე აღმოჩენა ხელოვნური ინტელექტის საშუალებით გახდა შესაძლებელი, წერს Telegraph-ი. 

 

ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შექმნეს ტექნოლოგია, რომელიც გულის შეტევის რისკის მქონე ადამიანებში საფრთხეს მის გამოვლენამდე დაადგენს. 

 

მეცნიერების თქმით, წლის განმავლობაში 350,000 ადამიანს შეუძლია გაიაროს შემოწმება, რომ თავიდან აიცილონ სიკვდილის გამომწვევი გულის შეტევა.

 

 

წყარო:  იმედინიუსი