კაცი უიშვიათესი ინფექციით - „ხორცის მჭამელი ბაქტერიით“ გარდაიცვალა

2019.09.02 12:59:28
კაცი უიშვიათესი ინფექციით - „ხორცის მჭამელი ბაქტერიით“ გარდაიცვალა

ნეკროზული ფაშიტიტით, იგივე „ხორცის მჭამელი ბაქტერიით“ დაავადებული კაცი მკურნალობის მიუხედავად გარდაიცვალა, - ინფორმაციას Fox News ავრცელებს. 

 

კერძოდ, 50 წლის ფლორიდელ დევიდ აირლენდს ამ დაავადების გამო 4 ოპერაცია დასჭირდა, რის შედეგადაც მან კანის 25% დაკარგა, თუმცა მისი გადარჩენა მაინც ვერ მოხერხდა. 

 

მისი ცოლის განმარტებით, ეს იშვიათი და საზარელი დაავადება კაცს მოულოდნელად და გრიპის სიმპტომებით - ცხელებით, სისუსტითა და ტკივილებით დაეწყო. 5 დღის შემდეგ კი, როცა ფეხისა და ყელის ტკივილი მისთვის აუტანელი გახდა, კაცმა კლინიკას მიაკითხა. 

 

ექიმებმა მას კანის 25% მოაშორეს, თუმცა კაცის თირკმელებმა ვეღარ იფუნქციონირა და ის გარდაიცვალა. 

 

მას იშვიათი ინფექცია - „ხორცის მჭამელი ბაქტერია“ დაუდგინდა, რომელიც ორგანიზმში სწრაფად ვრცელდება და მომაკვდინებელია. როგორც წესი, ეს ინფექცია კანის დაზიანების, ან თუნდაც ოპერაციის გადატანის შემდეგ მალევე ვლინდება, ხოლო სიმპტომებია სიცხე, თავბრუსხვევა და გულისრევა.

 

 

წყარო: იმედინიუსი