დღეს ჰე­პა­ტი­ტის მსოფ­ლიო დღე აღი­ნიშ­ნე­ბა

2019.07.28 13:10:24
დღეს ჰე­პა­ტი­ტის მსოფ­ლიო დღე აღი­ნიშ­ნე­ბა

28 ივ­ლისს ჰე­პა­ტი­ტის მსოფ­ლიო დღე აღი­ნიშ­ნე­ბა.

 

2019 წლის ჰე­პა­ტი­ტის მსოფ­ლიო დღის მთა­ვა­რი თე­მაა - "ვი­პო­ვოთ და­კარ­გუ­ლი მი­ლი­ო­ნე­ბი". აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით, 27 ივ­ლისს სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან დევ­ნილ­თა, შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბის და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნულ ცენ­ტრთან ერ­თად C ჰე­პა­ტი­ტის ახალ კამ­პა­ნი­ას “შენ C“ იწყებს, იმის­თვის რომ იპო­ვოს ათა­სო­ბით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი, ვინც ჯერ არ იცის რომ ვირუ­სის მა­ტა­რე­ბე­ლია.

 

ვირუ­სუ­ლი ჰე­პა­ტი­ტი ყო­ველ­წლი­უ­რად მსოფ­ლი­ო­ში 1.4 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზია. დღეს­დღე­ო­ბით, მსოფ­ლი­ო­ში 325 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნია და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ვირუ­სუ­ლი ჰე­პა­ტი­ტით, მათ შო­რის 290 მი­ლი­ონ­მა, ანუ 10-დან 9 ადა­მი­ან­მა არ იცის რომ ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლია B ან C ჰე­პა­ტი­ტის ვირუ­სით.

 

 

 

ვირუ­სუ­ლი ჰე­პა­ტი­ტი ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი სიკ­ვდი­ლო­ბის მე­ო­რე ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი მი­ზე­ზია ტუ­ბერ­კუ­ლო­ზის შემ­დეგ და აივ ინ­ფეც­ქია/შიდსთან შე­და­რე­ბით ცხრა­ჯერ უფრო მეტი ადა­მი­ა­ნია ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი. თუ არ მოხ­და სკრი­ნინ­გის, დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბის, მკურ­ნა­ლო­ბი­სა და მკურ­ნა­ლო­ბა­ში ჩარ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გაძ­ლი­ე­რე­ბა, და­ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა და ვირუ­სუ­ლი ჰე­პა­ტი­ტით გარ­დაც­ვლილ­თა რა­ო­დე­ნო­ბა კი­დევ უფრო გა­იზ­რდე­ბა.

 

 

 

ვირუ­სუ­ლი ჰე­პა­ტი­ტი არის პრე­ვენ­ცი­რე­ბა­დი, მკურ­ნა­ლო­ბას დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბუ­ლი და C ჰე­პა­ტი­ტის შემ­თხვე­ვა­ში აბ­სო­ლუ­ტუ­რად გან­კურ­ნე­ბა­დი და­ა­ვა­დე­ბა. B ჰე­პა­ტი­ტის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა­ცია 98-100% ეფექ­ტუ­რო­ბით ახ­დენს ინ­ფექ­ცი­ის ახა­ლი შემ­თხვე­ვე­ბის პრე­ვენ­ცი­ას. სა­ქარ­თვე­ლო­ში იმუ­ნი­ზა­ცი­ის B ჰე­პა­ტი­ტის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა­ცია 2002 წლი­დან მიმ­დი­ნა­რე­ობს. B და C ჰე­პა­ტი­ტით ინ­ფი­ცი­რე­ბის სტა­ტუ­სის და­სად­გე­ნად ტარ­დე­ბა ტეს­ტი­რე­ბა.

 

C ჰე­პა­ტი­ტის ქრო­ნი­კუ­ლი ინ­ფექ­ცი­ის და­დას­ტუ­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, 2-3 თვი­ა­ნი პირ­და­პირ მოქ­მე­დი ან­ტი­ვირუ­სუ­ლი პრე­პა­რა­ტე­ბით მკურ­ნა­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში ადა­მი­ა­ნი შე­იძ­ლე­ბა სრუ­ლი­ად გა­ნი­კურ­ნოს. თუმ­ცა, მსოფ­ლი­ო­ში ვირუ­სუ­ლი ჰე­პა­ტი­ტის მქო­ნე პირ­თა 80%-ს პრე­ვენ­ცი­ულ, ტეტსტი­რე­ბი­სა და მკურ­ნა­ლო­ბის სერ­ვი­სებ­ზე წვდო­მა არ აქვს.

 

სა­ქარ­თვე­ლო C ჰე­პა­ტი­ტის მა­ღა­ლი გავ­რცე­ლე­ბის ქვე­ყა­ნაა. და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი­სა მიერ, აშშ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და პრე­ვენ­ცი­ის ცენ­ტრთან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით, 2015 წელს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვის თა­ნახ­მად, ქრო­ნი­კუ­ლი C ჰე­პა­ტი­ტი აქვს სა­ქარ­თვე­ლოს ზრდას­რუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის 5.4%-ს, ანუ 150 ათა­სამ­დე ადა­მი­ანს. ინ­ფი­ცი­რე­ბულ ადა­მი­ან­თა და­ახ­ლო­ე­ბით 70%-ს სიმპტო­მე­ბი არ უვ­ლინ­დე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, კვლე­ვის მო­მენ­ტში გა­მოკ­ვლე­ულ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბამ არ იცო­და ინ­ფი­ცი­რე­ბის შე­სა­ხებ.

 

C ჰე­პა­ტიტ­თან ბრძო­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო გა­მორ­ჩე­უ­ლია, რად­გან ის არის ერ­თა­დერ­თი ქვე­ყა­ნა, სა­დაც ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის აქ­ტი­უ­რი იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა ხორ­ცი­ელ­დე­ბა, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე ახ­ლო­საა კრი­ნინ­გის სა­მიზ­ნე მაჩ­ვე­ნე­ბელ­თან და სა­დაც ამ და­ა­ვა­დე­ბის სამ­კურ­ნა­ლო უახ­ლე­სი თა­ო­ბის მე­დი­კა­მენ­ტე­ბით უფა­სო მკურ­ნა­ლო­ბის პროგ­რა­მით მოც­ვა ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლია მსოფ­ლი­ო­ში. ქვე­ყა­ნა­ში მოქ­მე­დი C ჰე­პა­ტი­ტის ელი­მი­ნა­ცი­ის პროგ­რა­მის ანა­ლო­გი მსოფ­ლი­ოს არც ერთ ქვე­ყა­ნა­ში არ გან­ხორ­ცი­ლე­ბუ­ლა.

 

 

 

არ­სე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბის თა­ნახ­მად, სკრი­ნინ­გუ­ლი კვლე­ვა ჩა­უ­ტარ­და სულ 1,5 მი­ლი­ონ ადა­მი­ანს (სა­მიზ­ნე მაჩ­ვე­ნებ­ლის 54% შეს­რულ­და), პროგ­რა­მა­ში ჩარ­თუ­ლია 58 229-მდე პა­ცი­ენ­ტი, და­ას­რუ­ლა მკურ­ნა­ლო­ბა 53 908-მა (სა­მიზ­ნე მაჩ­ვე­ნებ­ლის 44% შეს­რულ­და), გან­კურ­ნე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 98.2%-ია.

 

დღეს C ჰე­პა­ტიტ­ზე გა­მოკ­ვლე­ვა და მკურ­ნა­ლო­ბა ხელ­მი­საწ­ვდო­მია ქვეყ­ნის მას­შტა­ბით პირ­ვე­ლა­დი ჯან­დაც­ვის და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­შიც. C ჰე­პა­ტი­ტის ელი­მი­ნა­ცი­ის პროგ­რა­მის სა­შუ­ა­ლე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია ათა­სო­ბით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის გან­კურ­ნე­ბა.

 

 

წყარო: ამბები