"ბავშვისთვის ნომერი პირველი საკვები არის დედის რძე"- ექიმის რჩევები მშობლებს

2019.07.10 12:52:39
"ბავშვისთვის ნომერი პირველი საკვები არის დედის რძე"- ექიმის რჩევები მშობლებს

 დღეს, "რუსთავი 2" ის გადაცემაში "მთავარი ექიმი" ალერგოლოგ-იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვმა ისაუბრა საკმაოდ საინტერესო საკითხზე, რომელიც ბავშვის კვებას შეეხება. მან რჩევები მისცა მშობლებს, თუ როგორ უნდა შეარჩიონ სწორად ალტერნატიული საკვები, მაშინ როცა დედას ძუძუთი კვება არ შეუძლია.

 

"ბავშვისთვის ნომერი პირველი საკვები არის დედის რძე. იმიტომ, რომ მსგავსი ცოცხალი ორგანიზმი, რომელიც კვების პროცესშიც კი იცვლის ქიმიურ შემადგენლობას, მისი ანალოგი ჯერ არ შექმნილა. ამიტომ ვერც ერთი ხელოვნური ნარევი დედის რძის ტოლფასი ვერ იქნება, ასწლოვანი პერპექტივითაც ასე ჩანს. არსებობს ბევრი მდგომარეობა, როდესაც დედას არ შეუძლია ბავშვი ძუძუთი გამოკვებოს. ამ შემთხვევაში ყოველთვის დგება საკითხი, ავირჩიოთ ალტერნატიული საკვები, რომელთან მიმართებაშიც ერთი მარტივი მოთხოვნა გვაქვს, საკვები უნდ იყოს ხარისხობრივად მაღალი დონის და შემადგენლობით ახლოს იყოს დედის რძესთან.

 

ალერგიის ისეთი ფორმების დროს, როდესაც მშობელი ხედავს ხშირ ამოქაფებას, დიარეას და ის არაა ბაქტერიისგან გამოწვეული. თუ არის პრობლემები წონის მატებასთან, შესაძლოა სახეზე იყოს სისხლიანი დიარეა. ამ შემთხვევაში მშობელმა და პედიატრმა ეჭვი უნდა მიიტანონ ისეთ გავრცელებულ დაავადებაზე, როგორიცაა ძროხის რძის ცილის აუტანლობა. ერთადერთი გამოსავალი არის ჰიდროლიზირებული ანუ ალერგია მოცილებული რძის შეთავაზება. ერთ-ერთი ეს გახლავთ ბრინჯზე დამზადებული ჰიდროლიზირებული რძე,  რომელიც არის ჩვენს ბაზარზე, ის გახლავთ ჰიდროლიზატი, არ შეიცავს ცხოველურ ცილას და ამ პრობლემის გადაწყვეტის საშუალებაა. ის ძალიან გემრიელია, მოტკბო გემოსაც ატარებს და 10-დან 9 ბავშვი მზადაა მიირთვას ეს რძე".