როგორ გავუმკლავდეთ და ვმართოთ სტრესი- ნევროლოგის რჩევები

2019.07.09 12:29:14
როგორ გავუმკლავდეთ და ვმართოთ სტრესი- ნევროლოგის რჩევები

"სტრესი ცხოვრებაა და მისგან სრულიად დაზღვეული მხოლოდ ის არის, ვინც არაფერს აკეთებს." - ჰანს სელიე სტრესი ჩვენი ცხოვრების თანმდევია და შეიძლება ითქვას, სასარგებლოც, რადგან ის ადამიანის მობილიზებას და ცვალებად გარემოსთან შეგუებას უწყობს ხელს. მაგრამ თუ სტრესი ძლიერია და დიდხანს გრძელდება, ადამიანი ვერ ახერხებს ადაპტაციას, რასაც ფიზიოლოგიურ და ფსიქიკურ პრობლემებამდე მივყავართ.

კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, ექიმი ნევროლოგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი სოსო ბურდულაძე განმარტავს, რომ სტრესი სხვადასხვა სიმპტომით მჟღავნდება: მეხსიერების გაუარესებით, ყურადღებისა და კონცენტრაციის უნარის დაქვეითებით, განსჯის უნარის შესუსტებით. 

 

"ზოგი ამ დროს ყველაფერს ნეგატიური კუთხით ხედავს, გამუდ-მებით წუხს, ყოველი წვრილმანი აღიზიანებს, ზოგი მარტოობისკენ მიილტვის ან მარტოსულობის განცდა ეუფლება. თავს იჩენს ფიზიკური ტკივილები, უმადობა, უძილობა ან პირიქით - ძილიანობა, ოფლიანობის მომა-ტება ან მკვეთრი შემცირება, ფაღარათი, ალკოჰოლისა-დმი მიდრეკილება, ნევროზული ჩვევები და სხვა," - აღნიშნავს სოსო ბურდულაძე.

 

რა შეიძლება იყოს სტრესის გამომწვევი ფაქტორები? 

სტრესის გამომწვევი ფაქტორი ხშირად ინდივიდუალური შეიძლება იყოს. მაგალითად, ხმაურიანი, ხალხმრავალი ბარი, რესტორანი, პატარა ბავშვისთვის შესაძლოა სტრესის მიზეზად იქცეს, მაშინ როდესაც ზრდასრული ადამიანისთვის ეს ჩვეული, ხშირად სასურველი გარე-მოა. ზოგს სტრესულ მდგომარეობაში აგდებს საცობში მოხვედრა, სამსახურში დაგვიანება, გამოცდაზე მოუმზა-დებლად მისვლა, სამედიცინო პროცედურის ჩატარება, აუდიტორიის წინაშე სიტყვით გამოსვლა…

 

როგორია გახანგრძლივებული სტრესის შედეგები?

თუ სტრესული ფაქტორების მოქმედება გახანგრძლივდა, ხშირად მწვავდება უკვე არსებული დაავადებები და ვი-თარდება ახალი. 

გაძლიერებული ფიზიკური და გონებრივი დატვირთვა, არასაკმარისი ძილი, ავადმყოფობა, ალკოჰოლისა და თამბაქოს ჭარბი მოხმარება, აქვეითებს ორგანიზმის გა-მძლეობას სტრესისადმი. დადასტურებულია, რომ სტრე-სი შემთხვევათა 80%-ში იწვევს გულ-სისხლძარღვთა, ნერვულ, კუჭ-ნაწლავის, შარდ-სასქესო, ენდოკრინული და სხვა ორგანოთა სისტემების დაავადებას. სტრესული ფაქტორების ხანგრძლივი ზემოქმედება იწვევს არტერი-ული წნევის მატებას, ტაქიკარდიას, საკვების მონელების დარღვევას, ლიბიდოს დაქვეითებას, თმის ცვენას, ხშირ ავადმყოფობას, ქრონიკული დაავადებების, მათ შორის ალერგიის, ფსორიაზის, კუჭის წყლულის გამწვევებას.

როგორია სტრესის დაძლევის სტრატეგია?

სტრესის დროს იხარჯება დიდი რაოდენობით მიკრო-ელემენტები და ვიტამინები. განსაკუთრებით მცირდება სიმშვიდისა და წონასწორობის ელემენტი - მაგნიუმი, რის გამოც სისხლში მატულობს სტრესული ჰორმონების დონე. ცოტამ თუ იცის, რომ 10 წუთიანი სტრესი წვავს მაგნიუმის მთელ სადღეღამისო ნორმას და ვითარდება მაგნიუმის დეფიციტი, რაც ამცირებს სტრესისადმი გამძლეობას.

 

 

ბიოლექტრა დირექტი არის გერმანული ბრენდი, რომე-ლიც შეიცავს მაგნიუმის სადღეღამისო დოზას - 300 მი-ლიგრამს. ბიოლექტრა მიიღება დღეში ერთხელ. ბიო-ლექტრა დირექტის შეძენა შესაძლებელი ფორთოხლის ან ლიმონის არომატით. არ შეიცავს შაქარს, ლაქტოზას და გლუტეინს. ბიოლექტრა დირექტის მიკროგრანულები სწრაფად შეიწოვება ნაწლავებიდან და მიღებიდან 20 წუთში ორგანიზმში ავსებს მაგნიუმის სადღეღამისო ნორ-მას. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბიოლექტ-რას გვერდს ფეისბუქზე ან დარეკეთ ნომერზე. 

 

 

წყარო: მკურნალი