როგორი უნდა იყოს ჩვენი აფთიაქი დასასვენებლად წასვლისას

2019.07.04 12:49:08
როგორი უნდა იყოს ჩვენი აფთიაქი დასასვენებლად წასვლისას

იმისთვის რომ შვებულების დროს არ იფიქროთ ჯანმრთელობის გაუარესებაზე, აუცილებელია  თან იქონიოთ პრეპარატები, რომლებიც აუცილებელია ზაფხულში მოსალოდნელი დაავადებებისაგან თავის დასაცავად.

 

პირველ რიგში,  აუცილებლად უნდა ვიქონიოთ თან გულძმარვის საშუალებები, ანტიჰისტამინური პრეპარატები, ტონომეტრი, თერმომეტრი და დამამშვიდებლები.

 

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემებიდან გვიხსნის ანტაციდები (ალუმინის ფოსფატი, ანჰიდრიდი, მაგნიუმის კარბონატი). ეს საშუალებები გამოიყენება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების სამკურნალოდ, მარილმჟავას გასანეიტრალებლად. საგზაო აფთიაქი ასევე წარმოუდგენელია აქტივირებული ნახშირის გარეშე.

 

სხვადასხვა მტკივნეული შეგრძნებებისგან გვიხსნის სპაზმოლიზური და ანალგეზიური საშუალებები. შვებულებაში წასვლისას უნდა ვიქონიოთ თან სიცხის დამწევი საშუალებები და სისხლძარღვების შემავიწროებელი პრეპარატები. თან უნდა ვიქონიოთ სისხლდენის შემაჩერებელი და ჭრილობის დასამუშავებელი საშუალებები: სისხლდენის შემაჩერებელი ლახტი, სტერილური ბინტი, ბამბა, დოლბანდის ხელსახოცები, ბრილიანტის მწვანე, იოდი, წყალბადის ზეჟანგი.

 

მომატებული ემოციურობის შემთხვევაში საგზაო აფთიაქში შეიძლება ჩავამატოთ ბუნებრივი დამამშვიდებელი საშუალებები - ვალერიანი, შავბალახა. 

 

ქრონიკული დაავადებების პირობებში შვებულებისას თან უნდა ვიქონიოთ შესაბამისი საშუალებები.

 

 

წყარო: მკურნალი