საზაფხულო რჩევები კანის მოვლასა და მაკიაჟზე

2019.06.26 12:38:50
საზაფხულო რჩევები კანის მოვლასა და მაკიაჟზე

კანის სწორი გაწმენდა - ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია სილამაზისა და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად, განსაკუთრებით - ზაფხულში, როცა სიცხის გამო კანი მტვერს ადვილად იზიდავს და ძალიან ბინძურდება.

კანის გონივრული მოვლა გულისხმობს სახის გაწმენდას დღეში ორჯერ: დილას და საღამოს.

დილის პროცედურის მიზანია - “შინაგანი” დაბინძურებისგან გათავისუფლება. 

საღამოს გამწმენდი პროცედურა ძირითადად “გარეგანი” ჭუჭყის (ჭუჭყი, ქუჩის მტვერი) მოცილებას ითვალისწინებს.

თუ ბუნებრივად ცხიმიანი კანი გაქვთ, მაშინ მოიშველიეთ ისეთი საშუალებები, რომლებიც ადვილად უმკლავდებიან ანთებით პროცესებს და არეგულირებენ კანის ცხიმის გამომუშავებას. 

საჭიროა კანზე წინასწარ გელის ან ქაფის წასმა. კანზე ყოველდღიურად მოქმედებს ქუჩის მტვერი, უხეში ქსოვილი და ამიტომ ყველაზე კარგად გამოიყენებთ გამწმენდ გელს, თუ ბუნებრივად ცხიმიანი კანი გაქვთ, მაშინ მოიშველიეთ ისეთი საშუალებები, რომლებიც ადვილად უმკლავდებიან ანთებით პროცესებს და არეგულირებენ კანის ცხიმის გამომუშავებას. 

მაკიაჟი მაქსიმალურად ეფექტური რომ იყოს, კანს განსაკუთრებულად უნდა მოუაროთ. ზაფხულში უმჯობესია ტონალური კრემი ულტრამსუბუქი ტექსტურით. ასეთი საშუალება ცხელი ამინდის შესატყვისია, არ აღიზიანებს კანს, კარგად ირეკლავს შუქს, კანი არ არის ფერმკრთალი და უსიცოცხლო. 

შესაძლოა პუდრის გამოყენებაც, წაისვით მხოლოდ ფრონტალურ ზონაზე, სადაც უფრო ხშირად შეიმჩნევა ბზინვარება. მაკიაჟის შესწორება შეიძლება სპეციალური ხელსაწმენდებით, რომლებიც ადვილად უმკლავდება ცხიმოვან ბზინვარებას.

მშრალი კანისთვის განკუთვნილია წყალზე დამზადებული გაჯერებული ტონალური საშუალებები ან მინერალური პუდრები.

ცხიმიანი ტიპის კანისთვის შეარჩიეთ ტონალური პუდრი საფუძვლით. ისინი საკმაოდ მდგრადია და ფარავს ცხიმოვან ბზინვარებას.

კომბინირებული კანი მინერალური შემადგენლობის ტონალურს ითხოვს.