SOS!!! მეცნიერებმა შექმნეს ლაზერი, რომელიც კიბოს უჯრედებს ანადგურებს

2019.06.19 14:41:13
SOS!!! მეცნიერებმა შექმნეს ლაზერი, რომელიც კიბოს უჯრედებს ანადგურებს

არკანზასის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა შეიმუშავა და წარმატებით გამოსცადა ლაზერი, რომელიც სისხლძარღვებში კიბოს უჯრედებს აღმოაჩენს და წარმატებით ანადგურებს მათ. და ეს ყველაფერი კანის გარედან კეთდება!

 

როგორც გამოცემა „საიენს ტრანსლეიშენელ მედიცინში“ გამოქვეყნებული სტატიის ავტორი ვლადიმირ ჟაროვი ამბობს, ახალ ტექნოლოგიას აქვს იმის პოტენციალი, რომ მეტასტაზის განვითარებას ხელი შეუშალოს.

 

ტექნოლოგიის მთავარი არსი ისაა, რომ კიბოს უჯრედი მანამ გაანადგუროს, სანამ ის მეტასტაზის - კიბოთი სიკვდილიანობის მთავარი მიზეზის, გამოწვევის უნარს შეიძენს.

 

პროცესი დაახლოებით ასე მოქმედებს: როდესაც სისხლძარღვს ლაზერით ასხივებენ, მისი სითბოს უმეტეს წილს, სისხლში მყოფი კიბოს უჯრედი ითვისებს. გახურება კი დაავადებულ უჯრედს აფართოებს და ანადგურებს.

 

„დაავადების დიაგნოზისა და მკურნალობის საქმეში, ლაზერს რევოლუციის გამოწვევა შეუძლია. მაგრამ ლაზერული დანადგარების დიდი ზომის გამო, უჯრედულ დონეზე მისი ფართოდ გამოყენება გართულებულია“, - ამბობს ჟაროვი და დასძენს, რომ ექსპერიმენტების პროცესში, ერთი პაციენტის ორგანიზმში მოძრავი კიბოს უჯრედების 96 პროცენტი განადგურდა. და ეს მანამ მოხდა, სანამ ლაზერი მაქსიმალური სიმძლავრით ამუშავდებოდა.

 

ჟაროვი ამბობს, რომ ეს ამ ტიპის პირველი მოწყობილობა არაა, თუმცა ადამიანზე მისი წარმატებული გამოყენება პირველად მოხდა. არაერთი მსგავსი ექსპერიმენტი ჩატარებულა. მაგალითად, მიჩიგანის უნივერსიტეტის მკვლევარებმა, მოწყობილობა პაციენტს მაჯაზე დაამაგრეს. მაგრამ ახალ მოწყობილობას ერთი უპირატესობა აქვს: ერთ საათში დაახლოებით ლიტრი სისხლის სკანირება შეუძლია, რაც კონკურენტი მოწყობილობების შესაძლებლობებზე გაცილებით მეტია.

 

 

წყარო: BPN