ადამიანის ორგანიზმში აღმოაჩინეს მოლეკულა, რომელიც კიბოს სამკურნალოდ გამოიყენება

2019.05.30 18:22:55
ადამიანის ორგანიზმში აღმოაჩინეს მოლეკულა, რომელიც კიბოს სამკურნალოდ გამოიყენება

კიბოს დაავადებების არსებული მეთოდებით მკურნალობა, შესაძლებელია მნიშვნელოვნად გაუმჯობესდეს იმუნოთერაპიის შედეგად, იმ მოლეკულის გამოყენებით, რომელიც ადამიანის სხეულში ბუნებრივი გზით სინთეზირდება.

 

 

პორტალ „eurekalert“- ის ინფორმაციით, შოტლანდიის მკვლევარები ამ დასკვნამდე, მღრღნელებში ჩატარებული ექწსპერიმენტების შედეგად მივიდნენ. ჩატარებული ექსპერიმენტების შედეგად, იმუნოთერაპიის დახმარებით, რომელიც „LL-37“ მოლეკულის გამოყენებით ჩატარადა, ვირთხები სრულიად განიკურნენ.

 

 

„ორგანიზმი, ინფექციური საფრთხის საპასუხოდ გამოიმუშავებს „LL-37“ მოლეკულას - იმუნური სისტემის საკმაოდ მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელიც, შესაძლებელია გამოყენებულ იქნას კიბოს თერაპიისთვის“, - აღნიშნავს ედინბურგის უნივერსიტეტის ერთ-ერთი წარმომადგენელი.

 

 

შოტლანდიელი მეცნიერები ამტკიცებენ, რომ „LL-37“ მოლეკულა, ზრდის დენდრიტული(ძვლის ტვინის მორჩებიანი უჯრედები) უჯრედების აქტივობას - ეს, კონკრეტული იმუნური უჯრედებია, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მიზანმიმართული იმუნური შეტევებისთვის.